Tag Archives: მეცნიერება

“ლინეს მოციქულები”

“ლინეს მოციქულები” - ინგლისურ ენაზე “Apostles of Linneus”,ასე მოიხსენიებდნენ უდიდესი შვედი ბუნებისმეტყველისა და ექიმის – კარლ ლინეს (1707-1778 წლები) იმ მოსწავლეებს,რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ექსპედიციებში.

გალილეო გალილეი – “ნიკოლოზ კოპერნიკის შესახებ”

“ნიკოლოზ კოპერნიკის სისტემის სიყალბე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დგებოდეს ეჭვქვეშ,განსაკუთრებით ჩვენ,კათოლიკეთა მიერ,რომლებიც წმინდა წერილის უპირობო ავტორიტეტს ვაღიარებთ,განმარტებულს უდიდეს ღვთისმეტყველთა მიერ,რომელთა არგუმენტები გვეხმარება ჩვენი რწმენის სიმყარეში,რომ დედამიწა უძრავია და მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. (ავტორი გენია.ჯი) 

პიერ რენე დენილი

პიერ რენე დენილი - დაიბადა 1944 წლის 3 ოქტომბერს,ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ბელგიელ მათემატიკოსს,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა 1973 წელს – “ანდრე ვეილის ჰიპოთეზის” სრული დამტკიცებით.

ჰელანიკოს მიტილინიელი

ჰელანიკოს მიტილინიელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 485 წელს კუნძულ ლესბოსის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ მიტილინიში (საბერძნეთი).იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ისტორიკოსს,რომელიც თანამედროვე გახლდათ “ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტესი.

ალ-ჰარირი

აბუ მუჰამედ ალ-კასიმ იბნ ალი ალ-ბასრი ალ-ჰარირი - დაიბადა 1054 წელს,თანამედროვე ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბასრაში.იგი წარმოადგენდა იმ პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს არაბ მწერალს,პოეტსა და ფილოლოგს.

რისტორო დ’არეცო

რისტორო დ’არეცო დაიბადა 1210 წელს,იტალიის ქალაქ არეცოში.იგი წარმოადგენდა იტალიელ ბერსა და ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს მე-XIII საუკუნისა.მის სახელთან არის დაკავშირებული რიგი გეოლოგიური დისციპლინების შემოღება ევროპულ მეცნიერებაში.გარდა ამისა რისტორო გახლდათ პირველი პროზაიკოსი,რომელმაც იტალიურ ენაზე დაიწყო წერა და არა ლათინურზე.

“ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია”

“ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია” - ინგლისურ ენაზე “The Chinese Academy of Sciences”,წარმოადგენს ყველაზე სახელგანთქმულ,ავტორიტეტულ და უმაღლეს სამეცნიერო ორგანიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ჯორჯ კეიტ ბეტჩელორი

ჯორჯ კეიტ ბეტჩელორი დაიბადა 1920 წლის 8 მარტს,ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში მელბურნში.იგი წარმოადგენდა ავსტრალიური წარმომავლობის მქონე უდიდეს ინგლისელ მეცნიერს,გამოყენებით მათემატიკასა და ჰიდროდინამიკაში.

იძინი

იძინი - (დაბადების სახელი გახლდათ – ჩჟან ვეიმინი) დაიბადა 635 წელს,ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იანჯინგში,რომელსაც იმ პერიოდისათვის ფანინაგად მოიხსენიებდნენ.მოღვაწეობდა ტანის დინასტიის მმართველობის ეპოქაში.იძინი წარმოადგენდა იმ ჩინელ ბუდისტ ბერს,დიდ მოგზაურს,მთარგმნელსა და მწერალს,რომელმაც განუზომლად დიდი წვლილი დაიდო თავისი მოგზაურობების აღწერით იმ ქვეყნების,ყოფა-ცხოვრების შესწავლაში,სადაც მან იმოგზაურა.

ანდრეას ვეზალი

ანდრეას ვეზალი - დაიბადა 1514 წლის 31 დეკემბერს,ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ექიმსა და ანატომს,რომელიც დღემდე მიიჩნევა თანამედროვე სამეცნიერო ანატომიის ფუძემდებლად მედიცინაში.იგი უმცროსი თანამედროვე გახლდათ ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსის – პარაცელსიუსისა.