Tag Archives: ლიტერატურა
ჯორჯ ორუელის გენიალური რომანიდან – “1984″
“პარტია ძალაუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვისვე ესწრაფვის.ჩვენ სხვების სიკეთე არ გვანაღვლებს,ჩვენ მხოლოდ ძალაუფლებას ველტვით.არა სიმდიდრე,არა ფუფუნება,არა ხანგრძლივი ცხოვრება ან ბედნიერება,არამედ ძალაუფლება,წმინდა ძალაუფლება.თუ რას ნიშნავს წმინდა ძალაუფლება,ახლა გაიგებთ.
ტერენტი გრანელი – “სიკვდილის შემდეგ”
მოვკვდები ღამით,გათენებისას,როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა.სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი,რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ვინც შიმშილით კვდება, ისიც კი იცინის, მათხოვარიც იცინის, კატორღელიც, მეძავიც იცინის, ობოლიც იცინის, რომ ამით ლუკმა-პური იშოვოს, იცინის მონაც, ჯარისკაციც, იცინის მთელი ხალხი.
აკაკი ბაქრაძე – ლეო ქიაჩელის მოთხრობის “ჰაკი აძბას” შესახებ წერდა…
“მართალია,მოთხრობაში მხოლოდ ერთი დღეა აღწერილი,მაგრამ ეს ერთი დღე ისეთი რთული ამბებით იყო სავსე,რომ ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავს და განიცდის კაცი.შიში,მკვლელობა,სულმდაბლობა,ერთგულება,ღალატი – ყველაფერი ეს ერთბაშად მოხდა
ანა მარია მატუტე
ანა მარია მატუტე – დაიბადა 1925 წლის 26 ივლისს ესპანეთში,კერძოდ კატალონიის ისტორიული რეგიონის უდიდეს ქალაქ ბარსელონაში.იგი წარმოადგენს გამოჩენილ ესპანელ მწერალს,პროზაიკოსსა და “50-ანი წლების თაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელ ქალს (აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიებენ ესპანეთის ლიტერატურის ისტორიაში იმ ლიტერატორ-ნოვატორებს,რომლებმაც აღიარება ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ მიაღწიეს).
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ტრაგედიიდან – „ფაუსტი”
1. „ – მეხს ეძებ, თავზე რომ დამატეხო? კიდევ კარგი, ბედკრულ მოკვდავებს ეგ ძალა არ გბოძებიათ. მტარვალის წესია, მუსრი გაავლოს ყველა უდანაშაულოს, როცა სხვა პასუხი არა აქვს”.
ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
1. “რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, არავის არ ეხება ამქვეყნად, სანამ იგი ადამიანთა იმ ჯგუფის ინტერესებს არ შელახავს, რომელთა შორისაც ცხოვრობს”.
გი დე მოპასანის რომანიდან – “ლამაზი მეგობარი”
1. “რელიგია დასაკეც ქოლგასავით გამოიყენეო: დარის მიხედვით,იგი ჯოხად გამოგადგება ან წვიმისა და მზისგან დაგიცავს,ხოლო შინ რომ დაბრუნდები,ტალანში მიაყუდებ.ასეთი ხალხი ათასობით მოიპოვება.ღმერთს დასცინიან,მაგრამ სხვას არავის ცუდს არ ათქმევინებენ.თუ დასჭირდათ,ღმერთს მაჭანკლადაც გამოიყენებენ”.
ბრუნო ალფრედ დობლინის რომანიდან – “ბერლინი ალექსანდერპლაცი”
“ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში: კაცის კვლას და განკურნებას,ნგრევასა და შენებას,ცრემლის ღვრასა და მხიარულებას,პოვნასა და დაკარგვას,დახევასა და შეკერვას”.