Tag Archives: ფილოსოფია
ეპიკურეს ფილოსოფიიდან…
1. “ღმერთი რომ იწყალებდეს ადამიანთა თხოვნას სწრაფად,ყველა ადამიანი დაიღუპებოდა,რადგან ისინი ერთმანეთისათვის განუწყვეტლივ ბევრ რასმე ცუდს სთხოვენ ღმერთს”.
დემოკრიტე აბდერელის ნააზრევი…
1. ”დემოკრატიაში სიღარიბე იმდენადვე უნდა ვამჯობინოთ მეფეების ხელში ეგრეთწოდებულ კეთილდღეობას,რამდენადაც თავისუფლება მონობას”.
ხედავთ, როგორი საშინელი შედეგი მოსდევს ვალებს?!”
“სათქმელად ადვილია. როდესაც უფალი ღმერთი სამყაროს ქმნიდა, სალარო გამოცარიელებული ჰქონდა. იგი იძულებული იყო ეშმაკთან დაეგირავებინა სამყარო და ისე ესესხა მისგან ფული. და რადგან უფალი ღმერთი, როგორც ღვთიურ, ისევე ადამიანურ კანონებითაც, კვლავ ეშმაკის მოვალედ რჩება, მას თავაზიანობის გამო არ შეუძლია აღუკვეთოს ეშმაკს ქვეყნად თარეში და არევ-დარევისა და ბოროტების თესვა.
მორის მეტერლინკის წიგნიდან – “დამარხული ტაძარი”
“უბედურება,რომელიც ცხოვრებას გვინგრევს და რომელიც ემუქრება ჩვენი გონებისა და ხასიათის მთლიანობას,ის კი არ არის,რომ მოვტყუვდეთ ან გაურკვეველი ჭეშმარიტება გვიყვარდეს,არამედ იმის ერთგულად დარჩენა,რისიც მთელი სულითა და გულით აღარ გვწამს.
ოსკარ უაილდი – “ცხოვრება”
“თუ ადამიანი ცხოვრების ორომტრიალს,ამ განსაცვიფრებელ უძირო სასწაულს აკვირდება,რომელიც განუზომელი ტანჯვა-ვაებით და დაულეველი სიხარულითა და სიამითაა სავსე,ვერ შეძლებს სახეზე შუშის ნიღაბი ჩამოიფაროს და თავი აარიდოს სულის შემხუთავ ჰაერს,რომელიც მთელ დედამიწაზე გაბნეულა,
ოთარ ჭილაძე – “ბედი”
“ბედს კი უთქვამს: ვინც მომიხმარს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ გინდაც მართლა ასე იყოს,ამქვეყნად იმდენი კარია ბედის მომლოდინე,ხოლო წელიწადში იმდენად ცოტა დღეა,ძნელი დასაჯერებელია,ბედმა თავისი სიტყვის შესრულება შეძლოს.
ონორე დე ბალზაკი – “თვითმკვლელობა”
“თვითმკვლელობის შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა,თუმცა დიდად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.იგი შეუსწავლელია.იქნებ იმიტომაც,რომ ეს ავადმყოფობა შესწავლას არ ექვემდებარება.
ტომას მორის წიგნიდან – “უტოპია”
“ჩემი აზრით,სრულიად უსამართლოა ფულის წართმევისათვის ადამიანს სიცოცხლე წაართვა.მიმაჩნია,რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ შეიძლება შეედაროს მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს,ხოლო თუკი მეტყვიან,რომ ეს სასჯელი არის შურისძიება არა ფულისთვის,არამედ სამართლიანობის შებღალვისათვის,კანონების დარღვევისათვის,მაშინ,რატომ არ შეიძლება ამ უმაღლეს სამართალს უმაღლესი უსამართლობა ვუწოდოთ?
მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე
მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე – წარმოადგენს ევროპულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანიდან გავრცელებული ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ჰერაკლიტე ეფესელისა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) და დემოკრიტე აბდერელის (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას: პესიმისტი ჰერაკლიტე დატიროდა,ხოლო ოპტიმისტი დემოკრიტე კი – დასცინოდა ყოველგვარ ადამიანურ სისულელეს.
სოკრატე – “ეპიზოდი”
ერთხელ ანტიკური ხანის გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) ჰკითხეს: