Tag Archives: ფილოსოფია
კლეობულოსი “ზომიერების” შესახებ ამბობდა…
“გონიერთათვის ზომიერებას კანონი აწესებს; სულელთა გასაგონად კი ერთი არაკი მახსენდება,რომელიც ჩემმა ქალიშვილმა თავის ძმას უამბო:
მარკუს ავრელიუსის გენიალური ფილოსოფიიდან…
“როცა ვისიმე უტიფრობა გამღვრევს,მეყსეულად ასე ჰკითხე შენსავე თავს: განა შეიძლება,რომ უტიფარნი არ იყვნენ ქვეყნად? არ შეიძლება.მაშ,ნუ მოითხოვ შეუძლებელს.რადგან ეგ კაცი ერთი იმ უტიფართაგანია,რომელნიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ქვეყნად.
ჯარჯი ფხოველი – “მიზეზი”
“ერთი გამოცანა: იმას,ვინც არ დაგპირებია,მოვალო,მთელი ცხოვრება ელი გულგაწვრილებული,თვალებანთებული,სასომიხდილი,ხოლო ის არა და არ მოდის…
პლატონის გენიალური ქმნილებიდან – “სახელმწიფო”
“თავდაპირველად ტირანი უღიმის ყველას,ვისაც კი ხვდება, და თავგამოდებით ამტკიცებს,ჩემი ტირანობა ვის გაუგიაო?
გოეთესა და ეკერმანის დიალოგი…
გოეთე: “დემონურობა იგია,რაც ჭკუისა და გონების ძალით მიუწვდომელია.დემონურობა მე თავათ არა მაქვს ბუნებაში,მაგრამ მე მაინც შეპყრობილი ვარ მისგან”.
ჰერმან კარლ ჰესეს ფილოსოფიური ხედვები…
“ამ გზაზე თევზიდან,ფრინველიდან და მაიმუნიდან ვიდრე ჩვენი დროის მეომარ ცხოველამდე,ამ გრძელ გზაზე,რომლის დასასრულსაც ვიმედოვნებთ ადამიანებად და ღმერთებად ვიქცეთ,შეუძლებელია,რომ “ნორმალურს” ებიძგოს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაეწიოს კაცობრიობა.
ვაჯინავალკიას პასუხი…
საყოველთაოდ ცნობილი პირველი ინდური ლიტერატურული ქმნილებისა და რელიგიური ჰიმნების – “რიგვედა”-ს ერთ-ერთმა ავტორმა – არტაბაგა რიტაბაგას ძემ,ამავე უნიკალური ძეგლის მეორე თანაავტორს – ვაჯინავალკიას ჰკითხა:
სოკრატეს ნააზრევი…
“ბრძენკაცებთან საუბრისას ნამდვილი აბეზარივით ვიქცევი.შესაძლოა,სწორედ ესაა ჩემი ერთადერთი ღირსება,დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.საგანთა ნამდვილი ბუნება ხელიდან მისხლტება, და მე ვიცი,რას წარმოადგენს იგი.აი,ამის სარწმუნო საბუთიც: ყოველთვის,როცა მცოდნე და თავისი სიბრძნით მთელს ელადაში სახელგანთქმულ ხალხს ვხვდები ხოლმე,თვალნათლივ ვრწმუნდები ჩემს უმეცრებაში.
ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის ნაშრომიდან – “განსჯანი”
“ანტიკური რელიგია წმინდანად შერაცხავდა მხოლოდ ამქვეყნიური დიდებით შემოსილ ადამიანებს – მხედართმთავრებსა და რესპუბლიკის მმართველებს.ჩვენი რელიგია კი თვინიერ და პასიურ ადამიანებს უფრო მეტად განადიდებს,ვიდრე მოქმედთ.
პლატონის ფილოსოფიიდან…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),მოითხოვდა,რომ ადამიანები წარმოვიდგინოთ იმ ფანტასტიკური არსებების სახით,რომელთა შესახებაც იგავურად მოგვითხრობდნენ წინაპრები.