Tag Archives: ისტორია
დემეტრე II თავდადებულის ცხოვრების პრინციპი
„რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი,უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკუდეს და მე ტვირთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან…
„სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა”
ფულის სარგებლის მიღების მიზნით გასესხება (გაპროცენტება – მევახშეობა) იმთავითვე სირცხვილთან ასოცირდებოდა ქართველებში,რის გამოც ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვაგვარივე მეთოდებით ვებრძოდით ამ მანკიერ მოვლენას.
„შუა საუკუნეების ეპოქის საბჭოთა კავშირი”
საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე ყოფილა ისეთი პერიოდები,როდესაც სახელმწიფო სიკვდილმისჯილებს შუა საუკუნეების მსგავსად,საჯაროდ ასალმებდა წუთისოფელს.ეს პერიოდები იყო – სამოქალაქო ომი, კოლექტივიზაცია (დაიწყო 1928 წელს) და 1940-იანი წლები.
შავბნელი ფურცელი საქართველოს ისტორიიდან…
მურვან ყრუს,ჯალალედინისა და თემურ ლენგისაგან იავარქმნილი ქვეყნის შვილებს თუ რაიმე კიდევ გაგვაოცებდა,რთული წარმოსადგენი იყო,მაგრამ ვაი რომ – გაგვაოცეს! ჩვენი ჯვარცმული სამშობლოს დაღალული მიწა გადაქელეს პომპეუსის რომაულმა ლეგიონებმა, მონღოლურმა ურდოებმა, არაბულმა მხედრობებმა, და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენმა…
ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
თვითმკვლელობამდე სულ რაღაც ორიოდე დღით ადრე „ფიურერბუნკერში” გამომწყვდეულ მესამე რაიხის ოდესღაც უძლეველ ლიდერს – ადოლფ ჰიტლერს (1889-1945 წლები) აჩვენეს ის ფოტოები,
ჰანსის კუნძული – (უცნაური „ომი”)
ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში არსებულ კენედის ყურის ცენტრში ერთი პატარა,უკაცრიელი და დაუსახლებელი - „ჰანსის კუნძულია” განთავსებული.აღნიშნულ კუნძულს გრენლანდიის დანიელი მკვლევარისა და მოგზაურის – ჰანს ჰენდრიკის (1834-1889 წლები) საპატივცემულოდ ეწოდა „ჰანსის კუნძული”.
ჯეინ სეიმურის შესახებ…
ინგლისის მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის (1491-1547 წლები) რიგით მესამე მეუღლე (სულ მეფეს ექვსი ცოლი ჰყავდა) - ჯეინ სეიმური (1508-1537 წლები),მონარქთან ახლო ურთიერთობით ჯერ კიდევ მაშინ იწონებდა თავს,როდესაც ცოცხალი გახლდათ ჰენრის რიგით მეორე ცოლი – ანა ბოლეინი.
ლუკიანე სამოსატელი – „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია”
„ისტორიის აღმწერს ერთი მოვალეობა აქვს – მოჰყვეს ისე, როგორც მოხდა. ამას იგი ვერ მოახერხებს, თუ არტაქსერქსესის ექიმია და ეშინია მისი, ანდა იმედი აქვს, რომ თავის თხზულებაში ჩართული ხოტბის საზღაურად მეწამულ კანდისს, ოქროს ყელსაბამს და ნისეურ ცხენებს მიიღებს.
„XII საუკუნის ბიოლოგიური იარაღი”
1098 წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ამის მიზეზად ფრიად საინტერესო გარემოებას ასახელებდნენ.
ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
„როგორ სისასტიკესაც თავისი ქვეშევრდომების მიმართ იჩენდა დიდი თავადი,ისეთივე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა იგი ქვეშევრდომთა საკუთრებაში არსებულ შინაურ პირუტყვებს, – ცხენებს,ხარებს,ძროხებს.მათ ზურგიდან აძრობდნენ ტყავს და ტყავანაძრობ ნაწილზე შოლტით სცემდნენ”. – ასე აღწერდა გერმანული ბროშურის ანონიმი ავტორი გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის – ივანე IV მრისხანეს (1530-1584 წლები)