Tag Archives: განათლება

ჟან კალვინის შესახებ…

კალვინიზმის ფუძემდებელ ფრანგ ღვთისმეტყველს,თეოლოგსა და რეფორმატორს – ჟან კალვინს (1509-1564 წლები) რამდენიმე ხნის განმავლობაში ნავარის დედოფლისა და საფრანგეთის პრინცესის – მარგარიტა ნავარელის სასახლის კარზე მოუხდა ფუფუნებაში ყოფა-ცხოვრება,თუმცა მას ასევე მოუხდა ყოფა-ცხოვრება როგორც დევნილობაში მყოფ გაღატაკებულ გლეხს.

რა პირობებში აღიზარდა რობერტ ბერნსი?

შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა.

დემნა შენგელაია – „ლუარსაბ თათქარიძე გენიალური კაცია!”

სახელგანთქმული ქართველი მწერალი და აკადემიკოსი – დემნა შენგელაია (1896-1980 წლები) იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა,რომელმაც ცხადად დაინახა ილიას შედევრი-ქმნილების – „კაცია-ადამიანი?!”-ს მთავარი გმირის – ლუარსაბ თათქარიძის „სიმპათიურობა” და ის ფარული თანაგრძნობა,რომელიც მას ავტორის მხრიდან ხვდა წილად.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ერთ-ერთ გენიალურ ფრანგ მხატვარს ძალიან უყვარდა ღამით მუშაობა კაბარეებსა და საროსკიპოებში.პარიზის ღამის ცხოვრების რეალურმა აღწერამ ხელოვანს დიდი სახელი შესძინა,თუმცა კი ჯანმრთელობა ერთობ შეურყია: სვამდა ბევრს და ეძინა ცოტა.

„მანუს კანონების” თანახმად…

ინდოეთის უძველეს საკანონმდებლო კრებულში – „მანუ-სმრიტი” (მანუს კანონები),რომელიც გაჯერებული გახლდათ რელიგიური ელფერით,ვკითხულობთ:

ლორდი ჩესტერფილდი – „ეპიზოდი”

„დავიწყოთ იმით,რომ კაცმა უნდა იცოდეს,როგორ შემოვიდეს ოთახში,მერე კი როგორ გავიდეს იქიდან.

ლორენს სტერნი – „ეპიზოდი”

დიდმა ინგლისელმა მწერალმა და სასულიერო პირმა – ლორენს სტერნმა (1713-1768 წლები),თავისი პირველი რომანი – „ტრისტამ შენდი” 45 წლის ასაკში დაწერა.აღნიშნულმა იუმორისტულმა ნაწარმოებმა არნახული წარმატების გარდა,არა მხოლოდ განსაკუთრებული კრიტიკა,არამედ პროტესტიც კი გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში.

ფერნანდო მაგელანის შესახებ…

დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობის შემოქმედის,პორტუგალიელი ზღვაოსნის – ფერნანდო მაგელანის (1480-1521 წლები) მიმართ ესპანეთის სამეფო კარის უნდობლობა იმდენად მაღალი იყო,რომ მეფის – კარლ V-საგან გაცემული იყო საიდუმლო ინსტრუქცია,რომლის თანახმადაც ექსპედიციის რამდენიმე წევრს მუდმივად უნდა ედევნებინა გასაიდუმლოებულ ვითარებაში თვალყური მისი ყოველი ნაბიჯისათვის.

თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით…

თუკი ძველ ბერძენ მეცნიერებს ვერწმუნებით,ძველი კოლხები შესანიშნავი მეზღვაურები ყოფილან.მათივე ცნობების თანახმად,ძველ კოლხებს ჰქონიათ განსაკუთრებული ფიცრები,რომელთაც – „კირბები”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ და რომლებზედაც თავის მხრივ,დატანილი იყო უძველეს ეპოქებში ცნობილი ყველა გზა,წყლისა და ხმელეთის საზღვრები.

მიშელ ადანსონი – „ეპიზოდი”

პირველი ადამიანი,რომელმაც XVIII საუკუნეში ევროპელებს ბომბაქსისებრთა ოჯახის უნიკალური ხე – ბაობაბი გააცნო,გამოჩენილი ფრანგი ბუნებისმეტყველი და მოგზაური – მიშელ ადანსონი (1727-1806 წლები) გახლდათ.