Tag Archives: საინტერესო ფაქტები

მარკუს ანტონიუსი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში უდიდესი წვლილის დამდები ძველი რომის ტრიუმვირი – მარკუს ანტონიუსი (ძვ.წ.აღ-ით 83-30 წლები) ერთობ გულუხვობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ მეგობრებისა და რომაელი ლეგიონერების მიმართ.

ვიქტორიანული ეპოქა – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,”ვიქტორიანული ეპოქის” ინგლისში (1837-1901 წლები – დედოფალი ვიქტორიას მმართველობის პერიოდი) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანთა მაღალ მორალურ თვისებებს, და ზოგადად რომ ვთქვათ – მორალს.

ანტონინ სლავიჩეკი – “ეპიზოდი”

1909 წლის 10 აგვისტოს ინსულტის მიღების შედეგად სახელოვანმა ჩეხმა იმპრესიონისტმა მხატვარმა – ანტონინ სლავიჩეკმა (1870-1910 წლები) მარჯვენა ხელში გრძნობა დაკარგა.მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა,ხელოვანის მარჯვენა ხელი,რომლითაც იგი შესანიშნავ პეიზაჟებს ხატავდა,მაინც პარალიზებული დარჩა.

ადალბერტ შტიფტერი – “ეპიზოდი”

გამოჩენილმა ავსტრიელმა მწერალმა,პოეტმა და მხატვარმა – ადალბერტ შტიფტერმა (1805-1868 წლები),რომლის შემოქმედებასაც ძალიან დიდი შეფასებას აძლევდა თომას მანი და ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი,სილამაზით გამორჩეულ ქალზე – ამალია მოგაუპტზე 1837 წელს იქორწინა.მიუხედავად ერთმანეთის დიდი სიყვარულისა და  ბედნიერი თანაცხოვრებისა,ადალბერტისა და ამალიას ბედნიერ ქორწინებას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება აყენებდა ჩრდილს: წყვილს შვილი არ გაუჩნდა.

მირეი მატიე – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე იმთავითვე”კარე”-ს საფირმო ვარცხნილობით ჩნდებოდა და ჩნდება დღემდე სცენაზე.შესაბამისად,დროთა განმავლობაში აღნიშნული ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.

ლუი დე ფიუნესი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ფრანგმა კომიკოსმა მსახიობმა – ლუი დე ფიუნესმა (1914-1983 წლები) დიდი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავ ქალზე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელემზე 1943 წელს იქორწინა (ეს მისი რიგით მეორე ქორწინება გხლდათ).მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – პატრიკი და ოლივიე შეეძინათ.

ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”

გრაფი ტოლსტოების შთამომავალი რუსი მწერალი - ალექსეი ტოლსტოი (1882-1945 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა სოციალურ-ფსიქოლოგიური,სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით,საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ფავორიტი ლიტერატორი გახლდათ.

მიშელ ნეი – “ეპიზოდი”

XIX საუკუნეში პარიზში განთავსებულ ობსერვატორიის მოედანზე აღიმართა დიდი ფრანგი სკულპტორის – ფრანსუა რიუდის მიერ ბრინჯაოსაგან დამზადებული ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მარშლის - მიშელ ნეის (1769-1815 წლები) ქანდაკება.ქანდაკება,რომელსაც მოგვიანებით გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – “პარიზის ყველაზე ლამაზი ქანდაკება უწოდა”.

ევგენი პეტროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ საბჭოთა მწერალს,სცენარისტსა და ეგზომ პოპულარული რომანის – “თორმეტი სკამის” თანაავტორს – ევგენი პეტროვს (1902-1942 წლები) ერთი ფრიად უცნაური და იშვიათი ჰობი გააჩნდა: იგი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი წერილების კონვერტების კოლექციის შეგროვებით იყო დაკავებული.

რიჩარდ ნიქსონი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები) წარმოადგენს იმ პირველ და (ჯერჯერობით) ერთადერთ პრეზიდენტს აშშ-ის ისტორიაში,რომელმაც საკუთარი ნებით (იძულებული გახდა) დროზე ადრე შეიწყვიტა სახელმწიფოს მეთაურის ესოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო უფლებამოსილება და გადადგა.