Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
ერთხელ ლონდონის ქუჩებში ველოსიპედით მიმავალ ირლანდიული წარმომავლობის მქონე გენიალურ ინგლისელ დრამატურგსა და რომანისტს - ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები),შემთხვევით,საწინააღმდეგო მხრიდან ველოსიპედითვე მომავალი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა.
ხორხე ლუის ბორხესი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური არგენტინელი პროზაიკოსის,პოეტისა და პუბლიცისტის – ხორხე ლუის ბორხესის (1899-1986 წლები) უმთავრეს ჰობს წიგნების კითხვა და კინემატოგრაფია წარმოადგენდა.
გლებ უსპენსკი – “ეპიზოდი”
თავისი შემოქმედების გზაზე გამოჩენილმა რუსმა მხატვარმა და გრაფიკოსმა – ივანე კრამსკოიმ ისეთი ცნობილი ადამიანების პორტრეტები დახატა,როგორებიც იყვნენ – ივანე შიშკინი,მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი,ლევ ტოლსტოი,დიმიტრი მენდელეევი,ალექსანდრე III და პავლე ტრეტიაკოვი.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ეპიზოდი”
თავისი გენიალური ლიტერატურული შემოქმედების გზაზე ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ პოეტს,მოაზროვნესა და მწერალს – იოჰან ვოლფგან ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) არა ერთი ლიტერატურის კრიტიკოსი დასხმია თავს სამართლიანად თუ უსამართლოდ.
ისააკ ლევიტანი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,თავისი მორცხვი და მორიდებული ბუნებით სახელგანთქმული ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მხატვარი და “განწყობის პეიზაჟის” ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – ისააკ ლევიტანი (1860-1900 წლები),მის მიერ შექმნილ სურათებზე არასოდეს გამოსახავდა ადამიანებს.
სუნ იატსენი – “ეპიზოდი”
ჩინეთის პრეზიდენტი,გომინდანის პარტიის დამაარსებელი და გარდაცვალების შემდგომ “ერის მამად” წოდებული – სუნ იატსენი (1866-1925 წლები) ბავშვობის ხანაში მშობლებმა მშობლიური სოფლის – ჩშუნჟანის სიახლოვეს განთავსებულ ბუდისტურ მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად.
ინდირა განდი – “ეპიზოდი”
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ქვეყნის მომავალი პირველი პრემიერ-მინისტრი – ჯავაჰარლალ ნერუ,მისი ოჯახი,ნათესავები,ახლობელ-მეგობრები და შეიძლება ითქვას,მთელი ინდოეთი ელოდა,რომ კამალა ნერუ (ჯავაჰარლალის მეუღლე) ქვეყნიერებას ვაჟს მოუვლენდა,თუმცა მათდა სამწუხაროდ, 1917 წლის 19 ნოემბერს ნერუების ოჯახში გოგონა დაიბადა.
პენ ლიუანი – “ეპიზოდი”
1987 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი – სი ძინპინი სახალხო სიმღერების პოპულარულ ჩინელ შემსპულებელ ქალზე - პენ ლიუანზე დაქორწინდა.აღნიშნული ქორწინება ლიუანისაგან განსხვავებით,სი ძინპინისათვის რიგით მეორე ქორწინება გახლდათ.
პიეტრო მასკანი – “ეპიზოდი”
იმ დღეებში,როდესაც დიდი იტალიელი ოპერის კომპოზიტორი - პიეტრო მასკანი (1863-1945 წლები) თავისი მუსიკალური ქმნილების პრემიერისათვის ემზადებოდა,მუსიკოსს რამდენიმე კლაკიორი ეწვია (დაქირავებული პირი,რომელმაც,მის მსგავს დაქირავებულებთან ერთად,თეატრში ტაშის კვრით,შეძახილებით,ყვირილით თუ სტვენით უნდა შექმნას მსახიობის ან სპექტაკლის წარმატების (ან პირიქით) შთაბეჭდილება).
პეტრე კროპოტკინი – “ეპიზოდი”
ანარქო-კომუნიზმის ანუ თავისუფალი კომუნიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა რუსმა რევოლუციონერ-ანარქისტმა,გეოგრაფმა და სწავლულმა - პეტრე კროპოტკინმა (1842-1921 წლები) 1878 წლის 8 ოქტომბერს 36 წლის ასაკში ჯვარი დაიწერა ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი რევოლუციონერის 22 წლის ქალიშვილზე – სოფია ანანიევა-რაბინოვიჩზე.