Tag Archives: განათლება

მეტიუ ფლინდერსი – „ეპიზოდი”

ავსტრალიის დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა - მეტიუ ფლინდერსმა (1774-1814 წლები),რომელმაც პირველმა დაადგინა,რომ „ახალი ჰოლანდია” (ასე მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში ავსტრალიას) ერთიანი,დამოუკიდებელი მატერიკია,გახლავთ ის ადამიანი,ვინც პირველმა წამოაყენა საკითხი იმის შესახებ,რომ აღნიშნულ მატერიკს ახალი ჰოლანდიის ნაცვლად,როგორც უწინ მას ნიდერლანდელებმა უწოდეს – ავსტრალია დარქმეოდა.

თბილისის სასულიერო სემინარია – „ეპიზოდი”

1835 წელს მდიდარი ქართველი ვაჭრის – იაკობ ზუბალაშვილის შეკვეთით შვეიცარიელმა ძმებმა (არქიტექტორებმა) – ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდოცებმა თბილისში კლასიცისტურ სტილში ააგეს ნაგებობა,რომელშიც თავდაპირველად სასტუმრო იქნა განთავსებული,ხოლო მოგვიანებით კი „თბილისის სასულიერო სემინარია”.

კლოდ ანრი-სენ სიმონის შესახებ…

„ადექით გრაფ,თქვენ წინ გელოდებათ დიად საქმეთა აღსრულებანი”. – ამ სიტყვებით პატარაობიდანვე წლების განმავლობაში აღვიძებდნენ გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსს,სოციოლოგსა და უტოპიური სოციალიზმის ფუძემდებელს – კლოდ ანრი-სენ სიმონს (1760-1825 წლები) მოსამსახურეები.

ეპიკურეს შესახებ…

„ხალხის მხსნელად” წოდებულ გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს,ეთიკოსსა და ეპიკურიზმის ფუძემდებელ - ეპიკურეს (ძვ.წ.აღ-ით 342-270 წლები) კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

მას შემდეგ,რაც საფრანგეთის მეფე – ანრი II თავისი უფროსი ქალიშვილის ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა,გლოვის ნიშნად მისმა მეუღლემ,დედოფალმა – ეკატერინე მედიჩმა სხვა სამგლოვიარო ღონისძიებების პარალელურად,ერთობ უჩვეულო გადაწყვეტილებითაც გამოხატა თავისი ღრმა მწუხარება მეუღლის გარდაცვალების გამო.

ტომაზ ჰობზის შესახებ…

1665 წელს ლონდონი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა,მომდევნო წელს კი საშინელმა ხანძარმა.ამ ტრაგიკული მოვლენების წარმოქმნაში ანგლიკანურმა ეკლესიამ „უღვთო” ადამიანები დაადანაშაულა და შეადგინა იმ ათეისტური ქმნილებების სია,რომლებიც უპირობოდ ექვემდებარებოდნენ კოცონზე დაწვასა და განადგურებას.

ფრენსის ბეკონი

„მე ვარ მნათე,რომელიც სხვებზე ადრე ადგა,რათა ეკლესიისაკენ გიხმოთ ადამიანებს”. – წერდა ლორდი სოლსბერისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი,პოლიტიკოსი და ინგლისური მატერიალიზმის ფუძემდებელი – ფრენსის ბეკონი (1561-1626 წლები).

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსისა და ფარდობითობის თეორიის წამომყენებლის – ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს (ზოგადად,დაბადების თარიღს) მეგობართა წრეში ხუმრობით ერთ-ერთი მათემატიკური მუდმივას სახელი უწოდეს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

რელიგიურ ნოვატორად აღიარებული გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და მისტიკოსი – პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები),თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს მოუწოდებდა,რომ თავი შეეკავებინათ ცხოველური წარმოშობის საკვების მიღებისაგან.

რატომ არ დარჩა ფერნანდო მაგელანს შთამომავლობა?!

ადელანტადოს ტიტულის მქონე სახელოვანმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა – ფერნანდო მაგელანმა (1480-1521 წლები) რეალობად აქცია ის,რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ქრისტეფორე კოლუმბი.იგი გახდა ადამიანი,რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ.