Tag Archives: ფილოსოფია

ლაო ძისა და კონფუცის დიალოგიდან…

ერთ დღეს,გენიალურმა ჩინელმა ფილოსოფოსმა და სწავლულმა – კონფუციმ გადაწყვიტა სტუმრად მისულიყო ისეთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსთან,როგორიც გახლდათ – ლაო ძი (ცნობილია რომ,ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ).ოთახში შესვლის შემდგომ,იმის მოლოდინით,რომ მასპინძელი საყოველთაოდ ცნობილ სტუმარს ყურადღებას მიაქცევდა და დაჯდომას შესთავაზებდა,

ჰაინრიხ ჰაინე წერდა…

“მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ.ჩემი სურვილია მქონდეს მოკრძალებული ქოხი ჩალის სახურავით,მაგრამ აუცილებლად – კარგი საწოლი,კარგი  საჭმელი,ახალი რძე და კარაქი,ფანჯრის წინ ყვავილები,ზღურბლთან რამდენიმე ლამაზი ხე და თუ მაღალ ღმერთს ჩემი სრულად გაბედნიერება მოესურვება,ამ ხეებზე ევსი-შვიდი ჩამოხრჩობილი ჩემი მტერი.

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე – “ღმერთი მოკვდა!”

“ღმერთი მოკვდა!” – წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ათეისტურ გამონათქვამს,რომლის ავტორიც გახლავთ თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების დიდი გერმანელი ფუძემდებელი,კლასიკური ფილოლოგი და პოეტი – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (1844-1900 წლები).

გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის ნააზრევი…

“ადამიანის უკეთილშობილესი საქმე ადამიანია!”

ჟოზეფ ერნესტ რენანი წერდა…

“კაცობრიობა,როგორც ერთეული,კრებულია სულმდაბალ,ეგოიზმითა და ქვენა გრძნობებით აღსავსე არსებათა,რომელნიც ცხოველებისაგან მხოლოდ იმით განირჩევიან,რომ მათი ეგოიზმი უფრო მოფიქრებულია.მაგრამ კაცობრიობის საერთო უგვანობაში აღმართულია რამდენიმე დიდებული სვეტი,რომელიც ადამიანის უკეთეს დანიშნულებას გვიჩვენებს.ყველაზე უმაღლესი ამ სვეტთაგანი იესოა.

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“თქვენ,ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენო,ერთმანეთის ძმები ხართ,მაგრამ ღმერთმა,რომელმაც გამოგძერწათ,ზოგიერთ თქვენგანს ვისაც მმართველობის უნარი შესწევს,ოქრო შეურია დაბადებისას,ამიტომაც მათი ფასი არავინაა ამ ქვეყნად; მცველებს – ვერცხლი,ხოლო მიწის მუშებსა და ხელოსნებს – სპილენძი და რკინა.

მისტიკა

მისტიკა (ბერძნულ ენაზე – “მისტიკოს”,ითარგმნება როგორც – იდუმალი,საიდუმლო,განდობილთათვის წმინდა) – წარმოადგენს მოძღვრებას,რომლის მიხედვითაც,ღმერთი უშუალო ჭვრეტით,მის არსებაში ჩაძირვით და შინაგანი ხილვით უნდა იქნას აღქმული.

“ეფრემ-ვერდი” – (ოთხი რამ…)

ოთხი რამეა დაუბრუნებელი:

ქვა ხელიდან ნატყორცნი,სიტყვა პირიდან გამოშვებული,გარდასული ჟამი,გავლილი შემთხვევა.

ილია ჭავჭავაძის – “მგზავრის წერილებიდან”

“ვაი რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა,წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დრე თავის ტანჯვითა,წვალებითა,ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი,ბნელო ღამევ,მეჯავრები შენ მე!

ივანე გომართელი წერდა…

“სამყარო,ბუნება,მეტად რთული საიდუმლოებაა,სიცოცხლე კი ერთობ წუთიერი.დროს დასასრული არა აქვს,სივრცეს საზღვარი,სამყაროს თავი და ბოლო,ჩვენი სიცოცხლე კი ელვასა ჰგავს, – გამოაშუქებს ერთ წამს და, სანამ ბუნების საიდუმლოებას ოდნავადაც მაინც მივუახლოვდებოდეთ,ჩაქრება კიდეც.