Tag Archives: საინტერესო ფაქტები
პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”
უსაზღვრო პატივმოყვარეობის გრძნობით შეპყრობილი მესამე რაიხის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და ფაშისტური გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი – პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის ყველაზე ერუდირებულ პიროვნებად ასახელებდნენ,ბავშვობაში ძვლის ტვინის დაავადებით იტანჯებოდა.
იან ვერმეერი – “ეპიზოდი”
1653 წლის 20 აპრილს გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და “ნიდერლანდულ სახვით ხელოვნებაში ოქროს საუკუნედ” წოდებული ეპოქის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა – იან ვერმერმა (1632-1675 წლები),კათოლიკური აღმსარებლობის მკაცრ მიმდევართა ოჯახში აღზრდილ ქალზე – კატარინა ბოლნესზე იქორწინა.
ანტონ ვან დეიკი – “ეპიზოდი”
ინგლისისაკენ მიმავალი გენიალური ფლამანდრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი – ანტონ ვან დეიკი (1599-1641 წლები) რამდენიმე ხნით ერთერთ მონასტერში შეჩერდა.
რა განაცხადა ჯონ ლენდისმა ედი მერფის შესახებ?
როგორც ცნობილია,დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – ჯონ ლენდისმა და პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა – ედი მერფიმ ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყეს თანამშრომლობა ფილმზე – “ადგილების გაცვლა”. 1988 წელს მათ კვლავაც ერთად მოუწიათ მუშაობა დღეისათვის ყველასათვის საყვარელ კინოფილმზე – “მოგზაურობა ამერიკაში”.
ფელიქს ძერჟინსკი & იუზეფ პილსუდსკი
საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის – “ჩეკას” პირველ უსასტიკეს ხელმძღვანელს – ფელიქს ძერჟინსკის (1877-1926 წლები),დაბადებისას მშობლებმა ორი სახელი – ფელიქს შენსნი უწოდეს.”ფელიქსი” ლათინურ ენაზე,ისევე როგორც – “შენსნი” პოლონურად, – “ბედნიერს” აღნიშნავს.
ანაქარსის კლოოტსი – “ეპიზოდი”
ანაქარსის კლოოტსი (1755-1794 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,პუბლიცისტსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის აქტიურ მოღვაწეს,რომელსაც თავისი მკვეთრი ათეისტური შეხედულებების გამო – “იეჰოვას პირად მტრად” მოიხსენიებდნენ.
კილტი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც XVIII საუკუნეში ინგლისის ხელისუფლებამ შოტლანდიას ხელიდან გამოაცალა დამოუკიდებლობა,დღის წესრიგში დადგა შოტლანდიელთა ეროვნული სამოსის – “კილტის” (ქვედაბოლოს) წინააღმდეგ ბრძოლა.
ანტუან სიმონი – “ეპიზოდი”
ანტუან სიმონი (1736-1794 წლები) – წარმოადგენდა იმ ფრანგ მეწაღეს,რომელსაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ წლებში ანდეს სიკვდილით დასჯილი ლუი XVI-სა და მარია ანტუანეტის მცირეწლოვანი ვაჟიშვილის,საფრანგეთის დოფინის – ლუი XVII-ს ზედამხედველობა,დაცვა და აღზრდა.
ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ფრანც იოზეფ ჰაიდნს (1732-1809 წლები) უცნობი ყასაბი ეწვია სახლში.ყასაბმა მაესტროს აუხსნა,რომ რამდენიმე დღეში მისი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილი უნდა გამართულიყო და სურდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის საქორწინო მენუეტი მიეძღვნა.
სოფია კოვალევსკაია – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ერთერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი და მექანიკოსი ქალი - სოფია კოვალევსკაია (1850-1991 წლები) მათემატიკური მეცნიერებით ბავშვობიდანვე გახლდათ გატაცებული.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სწორედ სოფია გახლდათ პირველი ქალბატონი მსოფლიო ისტორიაში,რომელსაც “მათემატიკის პროფესორის” ხარისხი მიენიჭა.