Tag Archives: საინტერესო ფაქტები

კოტე მარჯანიშვილი – “ეპიზოდი”

მიუხედავად იმისა,რომ გენიალური ქართველი რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი (1872-1933 წლები) ათას მანეთობით იღებდა ჰონორარებს,მას არათუ დანაზოგი არ გააჩნდა შავი დღისათვის გადადებული,არამედ ხშირად ტანისამოსიც კი აკლდა. 

ვენერა მილოსელი – “ეპიზოდი”

გენიალური ქართველი პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაწერილ “პარიზის დღიურებში” გვხვდება მეტად საყურადღებო ეპიზოდი,რომელიც ეხება ლუვრში დაცულ ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში შექმნილ  მსოფლიოში სახელგანთქმულ ძველ ბერძნულ შედევრ-ქანდაკებას - “ვენერა მილოსელს”.

ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – “ეპიზოდი”

1790 წელს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა დაბა ფიჟაკის მცხოვრებმა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულმა წიგნით მოვაჭრე ჟაკ შამპოლიონმა მთლად პარალიზებულ ცოლთან – ჟანა-ფრანსუაზასთან ადგილობრივი მისანი ჟაკუ მიიყვანა.

უჩვეულო მოვლენა ლენინგრადის საოპერო თეატრში

1930 წელს ლენინგრადის (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგის) ოპერის თეატრი ბალეტის – “ყინულის ქალწულის” პრემიერისთვის ემზადებოდა.თითქოს ყველაფერი მზად იყო,მაგრამ ბალეტმეისტერმა ერთ-ერთი რეპეტიციის წინ სცენაზე გამოსაყვანად რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, – ცოცხალი ძროხა მოითხოვა.

ბერტოლტ ბრეხტი – “ეპიზოდი”

ოთხი ათეული წლის წინ,გენიალური გერმანელი დრამატურგის,პოეტის,რეჟისორისა და თეატრალური მოღვაწის – ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956 წლები) მშობლიურ ქალაქ აუგსბურგში გერმანელმა ენთუზიასტებმა მისივე მშობლიურ სახლს გაუკეთეს მემორიალური დაფა.

ჰანს ერტლი – “ეპიზოდი”

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაცხოვრებელმა სახელოვანმა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა,სამეცნიერო-პოპულარული ფილმების რეჟისორმა და ალპინისტმა - ჰანს ერტლმა (1908-2000 წლები), 1960-იან წლებში ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ,რომ უახლოეს ხანებში ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში აპირებდა გამგზავრებას,

პაბლო პიკასო – “ეპიზოდი”

XX საუკუნის მეორე ნახევარში გენიალურ ესპანელ მხატვარს,გრაფიკოსსა და კუბიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),ინგლისის ქალაქ ოქსფორდში არსებულმა მსოფლიოს უძველესმა ინგლისურენოვანმა უნივერსიტეტმა – “ოქსფორდმა” – “საპატიო დოქტორის” წოდება მიანიჭა და მხატვარი აღნიშნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია.

მაიას ცივილიზაციის ხალხის შესახებ…

მესოამერიკული ცივილიზაციის – მაიას ხალხი ქალაქის მაცხოვრებელი ხალხი იყო.ისინი მოქალაქეები იყვნენ იმ შეზღუდული გაგებით,რა გაგებითაც მოქალაქეები იყვნენ ყველა ევროპელი ხალხები XV საუკუნიდან: ქალაქებში ცხოვრობდნენ გაბატონებული კლასები (დიდებულები და ქურუმები),ქალაქები წარმოადგენდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებს,მთელი კულტურის,სულიერი ცხოვრებისა და ეთიკის ცენტრებს.

იაკობ ჯუღაშვილი – “ეპიზოდი”

იოსებ სტალინის უფროს ვაჟს პირველი ქორწინებიდან - იაკობ ჯუღაშვილს (1907-1943 წლები),თავისი თანაკლასელი – ზინაიდა (ზოია) გუნინა შეუყვარდა და მასზე დაქორწინებაც გადაწყვიტა.

სიიესი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში,როდესაც ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა,ეროვნული კონვენტის წევრთა დიდი უმრავლესობა ხმამაღლა გაჰყვიროდა რესპუბლიკური იდეების დაცვის აუცილებლობას და სრულიად ამართლებდა  რობერსპიერის,დანტონისა და მარატის მიერ მოწყობილ სადამსჯელო და სისხლიან ოპერაციებს.