Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ნიუტონ ბუთ ტარკინგტონი – “ეპიზოდი”

პულიცერის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ცნობილი ამერიკელი მწერალი - ნიუტონ ბუთ ტარკინგტონი (1869-1946 წლები) თავის მემუარებში ერთ საინტერესო ისტორიას იგონებდა: 

მაქს ლიბერმანი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვან გერმანელ მხატვარს,გრაფიკოსსა და იმრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს – მაქს ლიბერმანს (1847-1935 წლები) ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანელმა ექიმმა საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა.თუმცა მხატვარს ერთობ მკცარი წინაპირობა წაუყენა:

მაჰათმა განდი – “ეპიზოდი”

მატარებელში ამავალ ინდოეთის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს – მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1948 წლები) სიჩქარეში ფეხიდან ცალი (მარჯვენა) სანდალი გაძვრა.სწორედ ამ დროს დაიძრა მატარებელი,რის გამოც,მან ვეღარ მოასწრო სანდლის აღება.

ნიკოლოზ სმირნოვ-სოკოლსკი – “ეპიზოდი”

ერთხელ ცნობილმა საბჭოთა კონფერანსიემ (მსახიობი,რომელიც საესტრადო წარმოდგენაზე,კონცერტზე აცხადებს ნომრებს,ხოლო სხვადასხვა ნომერს შორის ართობს მაყურებელს სახუმრო მოთხრობებითა და მახვილსიტყვაობით),მწერალმა და ბიბლიოგრაფმა – ნიკოლოზ სმირნოვ-სოკოლსკიმ (1898-1962 წლები) კატეგორიული უარი განაცხადა სამთავრობო კონცერტში მონაწილეობაზე,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ გმირობის ტოლფასი საქციელი გახლდათ. 

გაბრიელ გარსია მარკესი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი კოლუმბიელი ნობელიანტი მწერალი,პროზაიკოსი და ჟურნალისტი – გაბრიელ გარსია მარკესი (1927-2014 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ არასოდეს გამოირჩეოდა გულგრილი დამოკიდებულებით.

ბობი ფიშერი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე უდიდესი ამერიკელი მოჭადრაკე და XX საუკუნის ყველაზე ძლიერ მოჭადრაკედ აღიარებული - რობერტ ჯეიმზ “ბობი” ფიშერი (1943-2008 წლები) პატიმრებთან ერთდორული საჭადრაკო სეანსების ჩასატარებლად ქალაქ დენვერში განთავსებულ სასჯელთაღსრულების დაწესებულებას ეწვია.

ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”

ერთ დღეს აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მოქანდაკე და გამომგონებელი – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ფლორენციაში არსებულ ბანკს ეწვია,რათა ის დანაზოგი თანხა გამოეტანა,რომელსაც ყოველთვიურად იღებდა ფლორენციელი სახელმწიფო მოღვაწისა და ფლორენციის რესპუბლიკის სამართლიანობის გონფალონიერის (იგივე – პოლიციის უფროსი) – პიერო სოდერინისაგან (1452-1522 წლები).

მაია ჩიბურდანიძე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი პრესკონფენეციის მიმდინარეობისას,დიდ ლატვიელ მოჭადრაკესა და მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონს ჭადრაკში – მიხეილ ტალს,ჟურნალისტმა,ჭადრაკში ქალთა შორის ექვს გზის მსოფლიო ჩემპიონისა და გენიალური ქართველი მოჭადრაკის – მაია ჩიბურდანიძის შესახებ ჰკითხა:

ტუპაკ ამარუ შაკური – “ეპიზოდი”

1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში დაუდგენელ ვითარებაში დაჭრილი დიდი ამერიკელი რეპერი,მწერალი და მსახიობი – ტუპაკ ამარუ შაკური, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.ცნობისათვის,ის პირველი რეპერი გახლდათ ისტორიაში,რომელსაც ძეგლი დაუდგეს.

აიუმასი

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში - აიუმასს უწოდებენ ხანდაზმულ კორეელ ქალბატონს.კორეელი ხალხის კულტურაში იმთავითვე ერთობ სპეციციპიკური და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახალგაზრდა თაობის მოკრძალებულ და პატივისცემით განმსჭვალულ დამოკიდებულებას უფროსი ასაკის მქონე ადამიანებისადმი.