Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ეპამინონდასი – “ეპიზოდი”

ცნობილმა ძველ ბერძენმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და თებესა და ბეოტიის კავშირის ხელმძღვანელმა – ეპამინონდასმა (ძვ.წ.აღ-ით 418-362 წლები) ერთ-ერთ ბრალდებულს განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანა.

აგათოკლე – “ეპიზოდი”

სირაკუზელმა ტირანმა და მოგვიანებით სიცილიის მეფემ – აგათოკლემ (ძვ.წ.აღ-ით 361-289 წლები) დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – ქსენოკრატე ჰალკიდონელს (ძვ.წ.აღ-ით 396-314 წლები) ერთ-ერთი დიალოგისას ჰკითხა,თუ რატომ დუმდა იგი მაშინ,როდესაც მისი ოპონენტი ფილოსოფოსები ედავებოდნენ.

ალკიბიადე – “ეპიზოდი”

გამოჩენილ ძველ ბერძენ პოლიტიკოსსა და მხედართმთავარს - ალკიბიადეს (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები) ერთ-ერთი ნადიმის დროს,მეგობრებმა ურჩიეს,რომ ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა ქალთან,სახელად – ლარისასთან,რადგან მას ალკიბიადე არ უყვარდა და ფულსაც ამაოდ ახარჯავდა ქალს.

დემოსთენე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთმა უდიდესმა ძველბერძენმა ორატორმა და ძველი ათენის სახელმწიფო მოღვაწემ – დემოსთენემ (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) ერთ პიროვნებას თავისი ნივთების მოპარვის ფაქტზე წაუსწრო.

ფილიპე II მაკედონელი – “ეპიზოდი”

ცნობილი ფაქტია,რომ მაკედონიის მეფეს და ალექსანდრე დიდის მამას - ფილიპე II მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 382-336 წლები) უცაბედად ჩაძინების მეტად უცნაური თვისება გააჩნდა,რის გამოც არაერთხელ აღმოჩენილა კაზუსურ სიტუაციაში.

ჯალათები – “ეპიზოდი”

საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ,ქვეყანა საშინელმა სადამსჯელო აქტებმა და ტერორმა მოიცვა.მაქსიმილიან რობესპიერის,ჟორჟ ჟაკ დანტონის,ჟან-პოლ მარატისა და სხვა გამარჯვებულ რევოლუციონერთა უშუალო ბრძანებებით ათასობით უცნობ ადამიანთან ერთად გილიოტინაზე სიცოცხლე დაასრულა ისეთმა ცნობილმა ადამიანებმაც,როგორებიც გახლდნენ – ლუი XVI, მარია ანტუანეტა, ანტუან ლავუაზიე, ანტუან ბარნავი, ჟან სილვენ ბაი და სხვები.

მერი რიჩარდსონი – “ვანდალური აქტი”

ესპანურ სახვით ხელოვნებაში “ოქროს ხანის” გენიალური ესპანელი მხატვარი – დიეგო ველასკესი (1599-1660 წლები),ალბათ,ვერასოდეს წარმოიდგენდა მის მიერ 1647-1651 წლებში დახატულ შედევრ-ტილოს – “ვენერა სარკის წინ”,თუ ოდესმე ვინმე თავს დაესხმებოდა და განადგურებას დაუპირებდა,გარდა იმ პერიოდში მოქმედი ინკვიზიტორებისა.

ფრენსის ჰოუარ გრინუეი – “ეპიზოდი”

ფრენსის ჰოუარ გრინუეი (1777-1837 წლები) – წარმოადგენდა რიგი დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობისათვის სიკვდილმისჯილ იმ ერთადერთ ადამიანს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომლის პორტრეტიც დატანილი იქნა ფულად ბანკნოტებზე (ავსტრალიურ დოლარზე).

მარკ ტვენი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მწერლის,სატირიკოსისა და იუმორისტის – მარკ ტვენის (1835-1910 წლები) შესახებ გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში – “Mark Twain: A Biographi”,მწერლის პირადი ცხოვრებისა და ლიტერატურული მოღვაწეობის აღწერის გარდა,მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მის პირად ჰობს – ბილიარდის თამაშს.

გუსტავ კლიმტი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელ ძმებს,გვარად ბლოხებს  - ფერდინანდსა და გუსტავს ორი მშვენიერი დის – ადელისა და მარია ბაუერების სიყვარული ჩაუვარდათ გულში.თავის მხრივ,მათი სატრფოები ვენის საბანკო კავშირის გენერალური დირექტორისა და საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე – მორიც ბაუერის ქალიშვილები გახლდნენ.