Tag Archives: საინტერესო ფაქტები

რატომ დაწვა ინკვიზიციამ კოცონზე – მამალი?

მართმლსაჯულების ისტორიაში მრავალი უცნაური ფაქტი რომ არის დაფისირებული,არავისთვის წარმოადგენს სიახლეს.ჩვენთვის ცნობილია,რომ სხვადასხვა ეპოქებში გასამართლებული სასიკვდილო განაჩენები გამოუტანეს არა მარტო ადამიანებს,არამედ ცხოველებს,ფრინველებს,მწერებს და სხვადასხვა საგნებსაც კი.მათ შორის სურათებსაც.

ჩჟაო გაოს საინტერესო ექსპერიმენტი…

ჩჟაო გაო (ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნე) – წარმოადგენდა ცინის დინასტიის საიმპერატორო კარის იმ მთვარ საჭურისს,რომელმაც განსაკუთრებული ოსტატობით დადგმული ურთულესი ინტრიგების შედეგად ხელში ჩაიგდო ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა.

აკაკი ხორავა – “ეპიზოდი”

1965 წელს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი აღნიშნავდა გენიალური ქართველი მსახიობის,პედაგოგისა და ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის – აკაკი ხორავას (1895-1972 წლები) სამოცდაათი წლის იუბილეს.

რატომ გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულ კლინიკაში – ხრისტოფერ სმარტი?

ხრისტოფერ სმარტი (1722-1771 წლები) – წარმოადგენდა ცნობილ ინგლისელ პოეტს,რომელმაც სახელი გაითქვა პოემით – “დავითის სიმღერა”.კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ხრისტოფერი ერთობ ურიგო და უწესო ცხოვრებას ეწეოდა,რის გამოც დიდ ვალებში ჩავარდა.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”

გენიალურ ესპანელ მწერალსა და იმ საოცარი ნაწარმოების (დონ კიხოტი) ავტორს,რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ – “ბუნების ჭეშმარიტი საოცრება” – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები),”კეთილისმსურველები” ხშირად ახსენებდნენ,რომ არც უნივერსიტეტის განათლება ჰქონდა მიღებული და ვერც სათანადო ცოდნით დაიკვეხნიდა.

შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”

1940 წლის 18 ივნისის საღამოს 6 საათზე,ფრანგი ხალხისათვის ჯერ კიდეც უცნობმა საფრანგეთის არმიის გენერალმა – შარლ დე გოლმა,ლონდონში განთავსებული BBC-ის რადიოსადგურის მეშვეობით მიმართა დამცირებული საფრანგეთის დამცირებულ და სასოწარკვეთილ მოქალაქეებს:

გუსტავ კაიბოტი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა,იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და კოლექციონერმა - გუსტავ კაიბოტმა (1848-1894 წლები),სიცოხლის უკანასკნელ ეტაპზე,თავის მფლობელობაში მყოფი უნიკალური სახვითი ხელოვნების კოლექცია საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა ანდერძით.

“საძაგელი არქიტექტორი”

ევროპის დასავლეთით მდებარე ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საცხოვრებელ რაიონში – მაროლესში,ადგილობრივები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოთქმას – “საძაგელ არქიტექტორს” იმ ადამიანების მიმართ,ვის მიმართაც მათ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.

ლატერანის ბაზილიკა – “ეპიზოდი”

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,კათოლიკური იერარქიის მიხედვით ყველაზე მაღალ საფეხურზე (პირველ ადგილზე) კათოლიკურ ეკლესიებს შორის დგას არა ისეთი სახელგანთქმული ტაძრები,როგორებიც არიან – “წმინდა პეტრეს ტაძარი”,”სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკა” და “სან-პაოლო-ფუორი-ლოე-მურას ბაზილიკა”,არამედ რომში მდებარე საკათედრო ტაძარი – “ლატერანის ბაზილიკა” (წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ლატერანის ბორცვზე).

მანსიუ იტო – (იაპონიის 12 წლის პირველი ელჩი ევროპაში)

“ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ხელისუფლებამ, ევროპაში პირველი ელჩების მივლინების გადაწყვეტილება იტალიელი იეზუიტი მისიონერის – ალესანდრო ვალინიანოს იდეის შედეგად მიიღო. მის იდეას მხარი აუბა იმ სამმა გავლენიანმა იაპონელმა დაიმიომ (შუა საუკუნეების იაპონიაში სამხეფრო ფეოდალების ტიტული), რომლებიც ქრისტიანული რელიგიის მატარებლები იყვნენ.