Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – “ეპიზოდი”
ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – წარმოადგენდა იმ კოლუმბიელ ფეხბურთელს (მცველს),რომელმაც 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე,მასპინძლებთან გამართულ მატჩში,საკუთარ კარში გაიტანა ავტოგოლი,რომელსაც საუბედუროდ,შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე.
სინეზიუსი – “ეპიზოდი”
თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კირენაში დაბადებული ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ალექსანდრიული სკოლის ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსი - სინეზიუსი (დაახლოებით 370-414 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მანამ აკურთხეს და აირჩიეს ლიბიური პტოლემაიდის ეპარქიის ეპისკოპოსად,სანამ ქრისტიანად მოექცეოდა.
“მეკობრეთა პარტია” – (ეპიზოდი)
ჩრდილოეთ ევროპაში,სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში – შვედეთის სამეფოში, 2006 წლის 1 იანვარს შვედეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 34 წლის ასაკის მქონე შვედი მეწარმისა და პოლიტიკოსის – რიკარდ ფალკვინგეს მიერ დაარსებული მეტად უცნაური სახელწოდების მქონე – “მეკობრეთა პარტია”.
პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის 6 აგვისტოს დილას ადგილობრივი დროით 8:15 წუთზე ამერიკულმა ბომბადმშენმა – B 29 “Enola Gay”-იმ,რომლის პილოტიც გახლდათ - პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი (1915-2007 წლები),იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში ჩამოაგდო მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი ატომური ბომბი,კოდური სახელწოდებით – “ბიჭუნა”,რასაც 140 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის განადგურება მოჰყვა.
ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში – “ეპიზოდი”
“სპარსეთის ყურის ომის” წინა პერიოდში, 1988 წლის 3 ვლისს ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო კრეისერმა “Vincennes”-მა,სპარსეთის ყურის თავზე მფრინავი ირანის ავიაკომპანიის სამოქალაქო თვითმფრინავი – “Airbus A 300 B2-203″ ჩამოაგდო,რომელიც თეირანი-დუბაის რეისს ასრულებდა.
ივარ ანდრეას ოსენი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი ფილოლოგი,ლექსიკოგრაფი და პოეტი – ივარ ანდრეას ოსენი (1813-1896 წლები),,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თანამედროვე ნორვეგიული სალიტერატურო ენის ”ნიუნორსკი”-ს (იგივე ახალნორვეგიული ენა) შემოღება,
“წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია” – (ეპიზოდი)
ბოსფორის სრუტეზე მდებარე თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქ – სტამბოლში სხვა უამრავ საოცარ რელიგიურ ტაძრებთან და ისტორიულ ნაგებობებთან ერთად განთავსებულია მსოფლიოში ერთადერთი რკინის კონსტრუქციისაგან აგებული მართლმადიდებლური ტაძარი,რომელიც - “წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიად” იწოდება.
ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ეგვიპტოლოგს,მეცნიერსა და არქეოლოგს - ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტს (1821-1881 წლები),რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდეს “ეგვიპტოლოგიის მამა”,ეგვიპტის ხელისუფლებამ XIX საუკუნეში სრული მონოპოლია მიანიჭა ქვეყანაში არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.
“დიდი ფრანგული ქრონიკები” – (ეპიზოდი)
საფრანგეთის ისტორიაში პირველად ფრანგულ ენაზე ნაბეჭდი წიგნი გამოცემული იქნა 1476 წელს და აღნიშნული წიგნის სახელწოდება გახლავთ - “დიდი ფრანგული ქრონიკები”,რომლის ხელნაწერის შექმნა ჯერ კიდევ XII საუკუნის მიწურულს დაიწყო ლათინურ ენაზე ფლიორისა და სენ-დენის ბენედიქტური სააბატოების ანალების ბაზაზე.
მერი ბეილი – “ეპიზოდი”
საინტერესო დამთხვევაა,თუმცა ფაქტია,რომ ინგლისის ისტორიაში პირველი პროფესიონალი მწერალი,დრამატურგი და რენესანსის ეპოქის უდიდესი ავტორი ქალის – აფრა ბენის (1640-1689 წლები) პორტრეტი დახატული იქნა პირველი ინგლისელი პროფესიონალი მხატვარი და პორტრეტისტი ქალის – მერი ბეილის (1633-1699 წლები) მიერ.