Tag Archives: საინტერესო ფაქტები
იშტვან დანკო – “ეპიზოდი”
იშტვან დანკო (1858-1903 წლები) – წარმოადგენდა ბოშური წარმომავლობის მქონე დიდ უნგრელ მევიოლინესა და კომპოზიტორს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი შემოქმედების განსაკუთებული თაყვანისმცემელი გახლდათ ავსტრიის იმპერატორი – ფრანც იოზეფ I.
პირველი ფონოგრაფის სკანდალური პრეზენტაცია პარიზში – “ეპიზოდი”
1878 წლის 11 მარტს პარიზში განთავსებულ “საფრანგეთის აკადემიაში” დიდი ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – ტომას ალვა ედისონის მიერ ახლად გამოგონებული მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყოს - ფონოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა.
სახვითი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძარცვა აშშ-ის ისტორიაში…
1990 წლის 18 მარტს პოლიციის ფორმებში გადაცმულმა მძარცველებმა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში განთავსებული “იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი” გაძარცვეს,რა დროსაც ამ უნიკალური ექსპოზიციების მქონე კერძო სახვითი გალერეიდან გატანილი იქნა 13 შედევრი-ტილო და ჩინური ფაიფურისაგან დამზადებული რამდენიმე ძვირადღირებული ჭურჭელი.
ჯონათან ედვარდი – “ეპიზოდი”
ნორთჰემპტონში დაბადებული ამერიკელი კონგრეგაციონალისტ-მქადაგებელი – ჯონათან ედვარდი (1703-1758 წლები),ეგრეთ წოდებული “დიდი გამოღვიძების” რელიგიური მოძრაობის ეპოქის უდიდეს ღვთისმეტყველად და მქადაგებლად არის მიჩნეული.
ჟილბერტ ჩარლზ სტიუარტი – “ეპიზოდი”
სამწუხაროა,თუმცა ფაქტია,რომ გენიალურად მოაზროვნე და უდიდესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული კორიფეების სიცოცხლე უმეტესწილად,სავალალოდ აღესრულება ხოლმე.ასე იყო – გალაკტიონის,ვაჟა-ფშაველას,ალექსანდრე ყაზბეგის,ოგიუსტ როდენისა და სხვათა შემთხვევებში.
ჯოვანი და ვერაძანო – “ეპიზოდი”
ისტორიაში პირველი ევროპელი,რომელმაც ფეხი დაადგა თანამედროვე ნიუ-იორკის ტერიტორიაზე და გამოიკვლია ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპირო,გახლდათ საფრანგეთის მონარქის სამსახურში მყოფი იტალიელი მოგზაური - ჯოვანი და ვერაძანო (1485-1528 წლები).
ექვთიმე თაყაიშვილი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც უნიკალური ქართული საგანძური საფრანგეთიდან საქართველოში დააბრუნეს,1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროპორტში დაეშვა პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი,რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ხანგრძლივ ემიგრაციაში იძულებით მყოფი დიდი ქართველი მამულიშვილი და “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული – ექვთიმე თაყაიშვილი.
ვლადიმერ ლენინი – “ეპიზოდი”
1917 წელს რუსეთში ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელმა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელმა – ვლადიმერ ლენინმა,დატყვევებული ნიკოლოზ II-სა და მისი სამეფო ოჯახის წევრების ტრაგიკული ბედი შემდეგი სიტყვებით გადაწყვიტა:
“დები სუნები”
“დები სუნები” – წარმოადგენდნენ იმ სამ ჩინელ ღვიძლ დას,რომელთა თითოეული წარმომადგენელი დაქორწინებული გახლდათ ისეთ გავლენიან ჩინელ პოლიტიკურ მოღვაწეებსა და უმდიდრეს ბიზნესმენზე,როგორებიც გახლდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის რევოლუციური არმიის გენერალსიმუსი – ჩან კაიში,
ალექსანდრე II – “ეპიზოდი”
სერბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე – ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი,იგივე ალექსანდრე II,ქვეყნიერებას 1945 წლის 17 ივლისს მოევლინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში.