Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„ვილოცოთ რიცხვმრავალი ვიყოთ, რადგან სხვები მინდვრის თაგვებივით გამრავლდებიან ჩვენსავე მიწაზე და მერე გვიან, ძალიან გვიან იქნება!”
ამონარიდები სერგეი სარტაკოვის რომანიდან – „ყინულის განძი”
„სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა და იგი ისე უნდა განვლოს, რომ უმიზნოდ გატარებული წლების გამო მტანჯველი ტკივილი არ იგრძნოს”…
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ცხოვრება სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს”. – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)
ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის რომანიდან – „მატილდა”
„ამქვეყნად ბედნიერების მიღწევაზე ძნელი არაფერია”.
ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„შიშისაგან ადამიანს ხშირად უკუღმა ესმის და ეჩვენება ყველაფერი. არცაა გასაკვირი: შიში იმის შიშია, რომ გრძნობებს ურევს ადამიანს და აიძულებს, ყველაფერს სხვა თვალით უყუროს”.
ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის თხზულებებიდან…
„რასაც სიფრთხილით აკეთებ, იმაში არ შეცდები. სიფრთხილეს დედ-მამა არ მოუკვდებაო, ხომ გაგიგონია”. – (ანდერძი)
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„მიაპყარით თვალნი თქვენნი ჯვარცმას, ნუ მოაშორებთ, და იფიქრეთ, რაოდენი დამცირება გადაიტანა ადამიანთა მხსნელმა, რაოდენ სასტიკად ეწამა იგი, და მაშინ შესძლებთ ღვთის მიერ გარდმოვლენილი განსაცდელის გადატანას”…
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ოცდაათი წლის ქალი”
„დედის გული ისეთი საუნჯეა, რომლის სიღრმეში შვილი მუდამ ჰპოვებს შეწყნარებას”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„იმ ადამიანებს, ვისი საქმეებიც კარგად მიდის, გარშემო მუდამ შურიანი ადამიანები და მტრები ახვევია!”
ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”
„ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!”