Tag Archives: გამოგონება

ტროლეიბუსის შექმნის სათავეებთან…

ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტის საშუალება – ტროლეიბუსი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მრავალადგილიან ურელსო ელექტრულ სამგზავრო მანქანას,პირველად შექმნილი იქნა გერმანიაში.

ხილის ყინული – “ეპიზოდი”

1905 წელს სან-ფრანცისკოში (აშშ) მაცხოვრებელმა 11 წლის ფრენკ უილიამ ეპერსონმა თავისი სახლის ვერანდაზე ლიმონათით სავსე ჭიქა დატოვა,რომელშიც თავის მხრივ,ხის ჩხირი იდო. 

შპრიცის გამოგონების ისტორიიდან…

შპრიცი – წარმოადგენს ღრუ ნემსის მქონე დგუშიან ცილინდრს (სამედიცინო ხელსაწყოს),რომლის მეშვეობითაც წამალი შეჰყავთ ორგანიზმში.ცნობილია,რომ ინტრავენური ინექციების გაკეთება პაციენტებისათვის,ჯერ კიდევ XVII საუკუნის შუა ნახევრიდან დაიწყეს მედიკოსებმა.

“ლომბარდის” დაარსების ისტორიიდან…

ლომბარდი – წარმოადგენს სპეციალიზირებულ კომერციულ ორგანიზაციას,რომლის უმთავრესი საქმიანობა გახლავთ მოკლევადიანი სესხების გაცემა მოქალაქეთა მოძრავი ქონების (ძვირფასი ლითონები,ავტოტრანსპორტი,საყოფაცხოვრებო აპარატურა და სხვა) გირაოში ჩადების სანაცვლოდ.

კანისტრის შექმნის ისტორიიდან…

1936 წელს ფაშისტური გერმანიის ხელისუფლებამ (პირადად – ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით) გამოაცხადა კონკურსი ვერმახტის ჯარებისათვის საჭირო საწვავის ტრანსპორტირებისა და მათი სათანადო პირობებში შენახვისათვის აუცილებელი ახალი უნივერსალური კონტეინერის,იგივე კანისტრის შექმნაზე.

იოჰან გუტენბერგი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი გენიალური გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე – იოჰან გენსფლიაიშ ცურ ლადენ ცუმ გუტენბერგი (დაახლოებით 1397-1468 წლები) არა მხოლოდ ცალკეულ ასონიშანთა ლიტერებისა და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალის გამომგონებელი გახლდათ,არამედ მის სახელთანვე ასოცირდება ისეთი ოპტიკური ხელსაწყოს გამოგონება,როგორიცაა – “პერისკოპი” (ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ირგვლივ ვიხედები”).

მიუზლეს შესახებ…

მიუზლე (ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს –  ”ალიკაპის დაყენებას”) – წარმოადგენს მავთულს,რომელიც აკავებს ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების,ანუ შამპანურის ბოთლის საცობს.

საფეხმავლო გადასასვლელის – “ზებრას” შესახებ…

გზებზე განთავსებულ საფეხმავლო გადასასვლელებს კაცობრიობა უძველესი ეპოქებიდან იყენებდა.თუმცა თანამედროვე საფეხმავლო გადასასვლელები,რომლებსაც – “ზებრას” სახელით მოიხსენიებენ,მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა.

მარგარინის წარმოშობის ისტორია…

მარგარინი – წარმოადგენს კარაქის მსგავს საკვებ ცხიმეულს,რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის მოდიფიცირებული ცხოველური ცხიმისა და მცენარეული ზეთის ერთმანეთში შერევის შედეგად.სახელწოდება  - მარგარინი,ხმარებაში 1813 წლიდან შემოვიდა.სწორედ ამ წელს აღმოაჩინა გამოჩენილმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ორგანული ქიმიის სამეცნიერო ანალიზის მეთოდის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიშელ ეჟენ შევრიოლმა (1786-1889 წლები) – “მარგარინის მჟავა”.

“საფეხბურთო ბუცების” გამოგონების ისტორიიდან…

“საფეხბურთო ბუცი” – წარმოადგენს მისი უდიდებულესობა – “ფეხბურთის” თამაშისათვის აუცილებელ სპეციალურ ფეხსაცმელს (ძირითადად ტყავის),რომლის უმთავრესი განმასხავებელი ნიშანი სხვა ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელისაგან არის მის ძირზე განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და რაოდენობის შიპები.