Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები სოფოკლეს ტრაგედიიდან – „ოიდიპოსი კოლონოსში”

„შვილს, რომელიც მშობლებზე ზრუნავს, მათდამი გარჯა არც კი უნდა მიაჩნდეს გარჯად”.

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ – რა ხალხია! მოდი ახლა და მაგათ ასიამოვნე! განა ღირს სამსახური, შრომა? ძალაუნებურად ყველაფერს მიაფურთხებ და ლოთობას მიყოფ ხელს. არაფერს აკეთებ – გიჯავრდებიან, დაიწყებ კეთებას – ისევ გიჯავრდებიან… დავლიოთ!”

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ – ძნელია ახლა ისეთი ადამიანის პოვნა, რომ არ სვამდეს და წესიერი კაცი იყოს… ადამიანი, რომელიც მუშაობს… ძნელია!” – (უნებლიეთ თაღლითნი)

ამონარიდები სოფოკლეს ტრაგედიიდან – „ოიდიპოს მეფე”

„ვაგლახ, ო, ვაგლახ, საშინელი არის ის ცოდნა, მცოდნეს სარგებელს რომ არ აძლევს”.

ამონარიდები ედგარ რაის ბეროუზის რომანიდან – „ტარზანი”

„დადგება დრო, როცა მოთმინება დანაშაულს გაუტოლდება”.

ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…

„ – ტიტულები და თანამდებობები რომ შველიდეს საქმეს, ვორონცოვს უნდა დაეწერა „მერანი” და არა ნიკოლოზ ბარათაშვილს”. – (ჩქარი მატარებელი)

ამონარიდები იოზეფ იგნაცი კრაშევსკის რომანიდან – „ძველი თქმულება”

„ყოველ ხალხს აქვს ის, რაც მას სჭირდება: მშობელი მიწა – ფეხქვეშ, მზე – ცაში, წყალი – მდინარეში და პური ხელში”.

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”

„ – მე თვითონ საქმიანი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ყველა მოსაზრება უძლურია ერთი უმაღლესი მოსაზრების – ფულის წინაშე!”

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„კაცი სწორედ იმაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი გატაცებით, რაც თავად არა აქვს. ღატაკს ოქრო-ვერცხლზე უყვარს ლაპარაკი, გულნამცეცას – დიდსულოვნებაზე, ლაჩარს – სიმამაცეზე”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ – ნუთუ არ იცით, კაცი რომ იბადება, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბადება”…