Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“ინციდენტი კუნძულ ნიიჰაუზე”

1941 წლის 7 დეკემბერს,იაპონიის საიმპერატორო ფლოტილიამ თავდასხმა განახორციელა ჰავაის კუნძულებზე,კერძოდ პერლ-ჰარბორზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე,რასაც მრავალ ამერიკულ ხომალდთან ერთად 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეც შეეწირა.

ფომალჰაუტი

ფომალჰაუტი – წარმოადგენს ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედის  -”სამხრეთის თევზის” ყველაზე ბრწყინვალე და კაშკაშა ვარსკვლავს.მისი სახელწოდება არაბული ენიდან თარგმანით – “ვეშაპის პირს” აღნიშნავს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფომალჰაუტის არსებობის შესახებ ცნობები კაცობრიობას (ჩინელებს,სპარსებსა და არაბებს) უძველესი ეპოქებიდან გააჩნდა

ანაქსაგორას გონივრული პასუხი – პერიკლეს…

ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ძველბერძენი ფუძემდებელი,პოლიტიკოსი,ორატორი და მხედართმთავარი – პერიკლე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 494-424 წლები),რომელიც თუკიდიდეს დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას,

ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეოტიტიკოსის – ალბერტ აინშტაინის მიერ წარმოყენებულ “ფარდობითობის თეორიის” სრულ და ღრმა არსს,არა მარტო ფიზიკის მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები,არამედ,თავად დიდი ფიზიკოსებიც კი ვერ სწვდებოდნენ.

ლეონიდ ბრეჟნევი – “ეპიზოდი”

მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირის “გენსეკი” გარდაიცვლებოდა,დასაფლავების დროს,პროცესიას მიჰყვებოდა ის სამხედრო ოფიცერი,რომელსაც წითელ,რბილ ბარხატის ბალიშზე დადებული (საჩვენებლად) მიჰქონდა ის ორდენები და მედლები,რომლებიც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს სიცოცხლეში ჰქონდა მინიჭებული.

ვილამეტის მეტეორიტი – (როგორ მოიპარეს მეტეორიტი)

ვილამეტის მეტეორიტი (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – უილამეტის მეტეორიტი) – წარმოადგენს რკინა-ნიკელის ქიმიური შემადგენლობის მქონე მეტეორიტს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე (ორეგონის შტატი) დღემდე აღმოჩენილ მეტეორიტებს შორის ყველაზე დიდი,ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეექვსე მეტეორიტია.

ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები),თითქმის არასოდეს იცმევდა წინდებს.

გაიუს ფლავიუს ფიბრიას “ცინიკური პასუხი”

თავხედი ხასიათით ცნობილმა ძველრომაელმა პოლიტიკოსმა,მხედართმთავარმა და კონსულის – გაიუს ლუციუს ვალერიუს ფლავკუსის ლეგატმა – გაიუს ფლავიუს ფიბრიამ (ძვ.წ.აღ-ით II-I საუკუნეები),მას შემდეგ,რაც გაიგო დაჭრილი სახელოვანი და სათნოებით ცნობილი რომაელი იურისტის,

მარია დიკინის მედალი

მარია დიკინის მედალი – წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო ჯილდოს,რომლითაც ჯილდოვდებიან ის ცხოველები ან ფრინველები,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციაში ერთგული სამსახურისა და სიმამაცისათვის.

ემილ ფრანსუა ზოლას “იდუმალი გარდაცვალების ისტორია”

დიდი ფრანგი მწერალი,პუბლიცისტი,ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პოლიტიკური მოღვაწე - ემილ ფრანსუა ზოლა (1840-1902 წლები),მეუღლესთან – ალექსანდრა მელისთან ერთად,1902 წლის 28 სექტემბერს პარიზში მდებარე ბრიუსელის ქუჩაზე განთავსებულ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.