Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ორნელა მუტის ბიოგრაფიიდან…

1. იტალიური და მსოფლიო კინოხელოვნების ლეგენდა - ორნელა მუტი,დაიბადა 1955 წლის 9 მარტს,იტალიის დედაქალაქ რომში.მისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლვათ – ფრანჩესკა რომანა რიველი.აღსანიშნავია,რომ თავისი ფსევდონიმი (ორნელა მუტი),მას დღემდე აღიზიანებს.

“ლიანხანატესის განძი”

“ლიანხანატესის განძი” – წარმოადგენს დღემდე ფართოდ გავრცელებულ და ერთობ პოპულარულ ლეგენდას,კოლუბამდელი ამერიკის უმსხვილესი სახელმწიფოს – ინკების იმპერიაში განვითარებული მოვლენის შესახებ.კერძოდ,თანამედროვე ეკვადორში მდებარე ლიანხანატესის ეროვნული პარკის მთებში გადამალული უზარმაზარი განძის შესახებ.

მუსტაფა ქემალ ათათურქი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1919 წელს თურქულმა არმიამ დაძლია და დაამარცხა ბერძნული საჯარისო შენაერთები ქალაქ იზმირთან,ბერძნებისაგან განთავისუფლებული ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938 წლები) საავტომობილო კორტეჟი.

ჯოაკინო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”

1829 წელს გენიალურმა იტალიელმა კომპოზიტორმა - ჯოაკინო ანტონიო როსინიმ (1792-1868 წლები) დაწერა ოთხი აქტისაგან შემდგარი “შედევრი-ოპერა” – “ვილჰელმ ტელი”.ოპერის პრემიერის შემდეგ,როსინის ქუჩაში შეხვდა ასევე დიდი იტალიელი კომპოზიტორი – დომენიკო გაეტანო მარია დონიცეტი,რომელიც,თავის მხრივ აღფრთოვანებული გახლდათ აღნიშნული ოპერით.მათ შორის გამართული დიალოგისას,დონიცეტიმ,ისე,რომ არავის გაეგონა,როსინის ჩურჩულით უთხრა:

პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც მათემატიკური ანალიზის,ფუნქციების თეორიისა და ციფრების თეორიის განვითარებაში უდიდესი წვლილის დამდებ გერმანელ მათემატიკოსს - პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლეს (1805-1859 წლები) და მის მეუღლეს რებეკა მენდელსონ-ბართოლდს პირველი შვილი შეეძინათ,

ფილიპ კოლინსი – “მე გავძარცვე ვეტერანები”

2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში,კერძოდ მიჩიგანის შტატში მაცხოვრებელმა 73 წლის ფილიპ კოლინსმა თაღლითობის უცნაურ ხერხს მიმართა: იგი მიდიოდა ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში და მათ მეპატრონეევბს სთავაზობდა გაეღოთ ჯართის გარკვეული ნაწილი შემოწირულობის სახით.იგი ირწმუნებოდა,რომ აღნიშნული შემოწირულობა გამოყენებულ იქნებოდა ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალის დასამზადებლად.

“a-ha-ს” მიერ დამყარებული რეკორდი…

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ერთ კონცერტზე ყველაზე დიდი აუდიტორია არა მაიკლ ჯექსონის,არა ‘ბითლზის”,არა ელვის პრესლის და სხვა გენიალური მუსიკოსებისა თუ მუსიკალური ჯგუფების,არამედ 1982 წელს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში დაარსებული ინგლისურენოვანი ნორვეგიული მუსიკალური ჯგუფის “a-ha”-ს კონცერტს დაესწრო (ჯგუფის წევრები გახლავთ – პოლ ვააკტაარ-სავოი,მანგე ფურუჰოლმენი და მორტენ ჰარკეტი). 

ელისაბედ ბოუზ-ლაიონის შესახებ…

ელისაბედ ბოუზ-ლაიონი (1900-2002 წლები) – წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს დედა-დედოფალს,ინდოეთის უკანასკნელ დედოფალს,ჯორჯ VI-ს მეუღლესა და დღევანდელი დედოფლის ელისაბედ II-ის დედას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი გაერთიანებული სამეფო სახლის მეორე წარმომადგენელია ისტორიაში,რომელმაც საუკუნეზე მეტი იცოცხლა.

უილიამ ფოლკნერმა – ერნესტ ჰემინგუეის სუიციდის შემდეგ აღნიშნა…

როგორც ცნობილია,გენიალურ ამერიკელ მწერლებს – უილიამ ქათბერთ ფოლკნერსა და ერნესტ მილერ ჰემნგუეის შორის არც თუ ისე კარგი და თბილი ურთიერთობა სუფევდა.მიუხედავად ამისა,მათი ურთიერთქმედებები არასოდეს გადაზრდილა მკვეთრ დაპირისპირებაში.

ფრანკლინ პირსის შესახებ…

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პრეზიდენტად მიჩნეულია ქვეყნის,რიგით მე-14 პრეზიდენტი (პროფესიით იურისტი) – ფრანკლინ პირსი (1804-1869 წლები).მისი არაგონივრული მმართველობა,მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა,რის გამოც – “ყველაზე გაკრიტიკებულ პრეზიდენტად” მოიხსენიებენ დღემდე.