Tag Archives: საინტერესო ფაქტები

პოლ ეჟენ ანრი გოგენის შესახებ…

გენიალური ფრანგი ფერმწერი,მოქანდაკე და გრაფიკოსი – პოლ ეჟენ ანრი გოგენი (1848-1903 წლები),რომელიც ვან გოგთან ერთად პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად მიიჩნევა,არა ერთხელ ჩაუგდია ცხოვრებას საშინელ სასოწარკვეთილებაში.

ნოდარ დუმბაძე – “ეპიზოდი”

1981 წლის ივნისში,მოსკოვში საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის მწერალთა მეშვიდე ყრილობაზე,სხდომებს შორის შესვენების დროს ბატონი ნოდარ დუმბაძე შეხვდა გამოჩენილ ყირგიზ მწერალს ჩინგიზ აიტმატოვს.ძალიან თბილი შეხდერა ჰქონდათ.ორივე ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით იყო განწყობილი.ამ დროს ფოტოკორესპონდენტმა სურათი გადაიღო და ბატონ ნოდარს გვარი ჰკითხა.

ჯეკ რეკჰემი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი მეკობრის – ჯეკ რეკჰემის (1682-1720 წლები),დაქვემდებარებულ მეკობრეთა რაზმში ორი უმამაცესი ქალი-მეკობრე – მერი რიდი და ენი ბონი ირიცხებოდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯეკის სახელის (და ზოგადად მისი რაზმის) პოპულარობა,სწორედ ამ ორი სუსტი სქესის წარმომადგენლის საოცარმა გმირულმა და თავზეხელაღებულმა ბრძოლებმა განაპირობა.

ოლაფ კრისტენსენ რემერი – “ეპიზოდი”

გენიალურ დანიელ ასტრონომს – ოლაფ კრისტენსენ რემერს (1644-1710 წლები),რომელიც გახლდათ ის პირველი მეცნიერი,ვინაც 1676 წელს გაზომა სინათლის სიჩქარე,ერთ-ერთმა სტუდენტმა ლექციის მიმდინარეობისას საკმაოდ უცნაური შეკითხვა დაუსვა:

ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ მოხუც ავსტრიელ კაპელმეისტერთან,მოკრძალებულად ჩაცმული ახლგაზრდა ყმაწვილი გამოცხადდა.მას შემდეგ,რაც იგი მუსიკოსს წარუდგა,გაუწოდა კონვერტი,რომელშიც განთავსებული სარეკომენდაციო წერილი,იმ მუსიკის მასწავლებლის მიერ იყო დაწერილი და გაგზავნილი,რომელიც აღნიშნულ ახალგაზრდას რამდენიმე წლის მანძილზე ამეცადინებდა.

პიერ აბელარი და ელიოზა ფულბერი – “სიყვარულის საოცარი ისტორია”

პიერ აბელარი (1079-1142 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ფილოსოფოსს (სქოლასტიკს),პოეტსა და თეოლოგს,რომელიც თავისი რელიგიური ხედვების გამო,არა ერთხელ იქნა დადანაშაულებული კათოლიკური ეკლესიის მიერ ერეტიკოსობასა და ღვთის გმობაში.აღნიშნულ პოსტში,მინდა შევეხო იმ საოცარი სიყვარულის ისტორიას,რომელმაც იმ პერიოდის სენტიმენტალური ევროპა მოიცვა და დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს უამრავ ადამიანში.

კარლ IV-ეს პასუხი – ფრანსისკო გოიას…

გენიალური ესპანელი ფერმწერი,გრაფიკოსი და გრავიორი – ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტესი (1746-1828 წლები),ესპანეთის მეფის – კარლ IV-ის ფავორიტი და პირადი მხატვარი გახლდათ.როგორც მხატვრის ბიოგრაფიიდან არის ცნობილი,გოია ერთობ სკანდალური რეპუტაციით სარგებლობდა და თავისი ფიცხი ბუნების გამო,არავის პატიობდა ელემენტარულ უპატივცემულობასაც კი.

პრაქსიტელე – “ეპიზოდი”

გენიალური ძველბერძენი მოქანდაკე – პრაქსიტელე (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),გახლდათ ისტორიაში ის პირველი მოქანდაკე,რომელმაც მაქსიმალური რეალობით გამოსახა შიშველი ქალის – “აფროდიტა კნიდსელის” სხეული,სადაც შიშველ ღვთაებას ხელით უჭირავს სხეულზე ჩამოცურებული ტანსაცმელი.

კარლ ჰაინრიხ მარქსი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და თანამედროვე კომუნიზმის იდეების ერთ-ერთ ფუძემდებელს – კარლ ჰაინრიხ მარქსს (1818-1883 წლები),გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე,თავისმა მოსამსახურემ ჰკითხა,რომ ხომ არ ისურვებდა უკანასკნელად რაიმე ბრძნული რჩევა დაეტოვებინა მომავალი თაობებისათვის.

მობუტუ სესე სეკო – (აფრიკელი დიქტატორის ბიოგრაფიიდან)

მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (1930-1997 წლები) – წარმოადგენდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს 1965-1997 წლებში და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზური თვისებებით გამორჩეულ დიქტატორს.იგი ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და აფრიკულ ქვეყანას 32 წლის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით მართავდა