Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ჯოვანი მოჩენიგოს “დამაბეზღებელი წერილი” ინკვიზიტორებს…

გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფილოსოფოსმა,ასტროლოგმა და პანთეიზმის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა - ჯორდანო ფილიპო ბრუნომ (1548-1600 წლები),ახალგაზრდა ვენეციელი არისტოკრატისგან – ჯოვანი მოჩენიგოსაგან (არ უნდა აგვერიოს 72-ე ვენეციელ დოჟში – ჯოვანი მოჩენიგოში) 1591 წელს მიწვევა მიიღო,რათა მისთვის მეხსიერების ხელოვნება შეესწავლა.

“Post-och Inrikes Tidningar” – (უძველესი გაზეთი)

“Post-och Inrikes Tidningar” - წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს მოქმედ გაზეთს მსოფლიოში,რომელიც დღესდღეობით ელექტრონული ვერსიით გამოიცემა შვედური გამომცემლობის - Post-och Inrikes Tidningar-ის მიერ.აღნიშნული გაზეთი დაარსებულ იქნა 1645 წელს,თავად შვედეთის დედოფლის – ქრისტინეს (1626-1689 წლები) და შვედი სახელმწიფო მოღვაწისა და რიქსკანცლერის – აქსელ ოქსერშერნას (1583-1654 წლები) მიერ.ყველაზე ძველი გაზეთის პირველი ტირაჟი მხოლოდ ათასი ეგზემპლარისაგან შედგებოდა.

ყველაზე დიდი მასის მქონე ფრინველები…

2007 წლის მონაცემების თანახმად,დედამიწაზე 9 792 სხავდასხვა სახეობის ფრინველი ბინადრობს (ცნობისათვის,ფრინველების შემსწავლელ მეცნიერებას – ორნიტოლოგია ეწოდება).მათ შორის არიან ისეთი სახეობის ფრინველები,რომელთა წონა სარეკორდოდ მაჩვენებლად არის მიჩნეული.სპეციალისტთა მოსაზრებით,სხვადასხვა ეპოქებში დედამიწაზე ისეთი დიდი ზომის მქონე ფრინველებიც კი ბინადრობდნენ,რომელთა წონა ხშირ შემთხვევებში 300 – 400 კილოგრამს აღწევდა.

გინფორტი – “რეალური ისტორიიდან აღებული საოცარი ლეგენდა”

გინფორტი – წარმოადგენდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში XIII საუკუნეში მობინადრე იმ საყოველთაოდ ცნობილ გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლს,რომელიც,მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა,ადგილობრივებისათვის დიდი ხნის მანძილზე,მაინც არაოფიციალურ წმინდანად იყო მიჩნეული და მას “წმინდა გინფორტად” მოიხსენიებდნენ.

მარია ევა დუარტე პერონი – “არგენტინის დედა”

მარია ევა დუარტე პერონი (1919-1952 წელბი) – წარმოადგენდა არგენტინის პრეზიდენტის ხუან დომინგო პერონის მეორე მეუღლეს,ქვეყნის პირველ ლედისა და დღემდე,ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ და პოპულარულ ქალბატონს.

ჯოვანი ლორენცო ბერნინი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 23 წლის ასაკში მყოფმა,ბაროკოს ეპოქის გენიალურმა იტალიელმა მოქანდაკემ,ფერმწერმა და არქიტექტორმა - ჯოვანი ლორენცო ბერნინიმ (1598-1680 წლები),მარმარილოსაგან 1621-1622 წლებში დაამზადა – ცერერასა და იუპიტერის ქალიშვილის,დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის (საიქიოს) ქალღმერთის – პროზეპრინასადმი მიძღვნილი ვირტუოზული ოსტატობისა და პლასტიკის მქონე ქანდაკება – “პროზეპრინას გატაცება”,

ჰარი ბინგემი – “უდიდესი ამერიკელი დიპლომატი”

ჰარი ბინგემი - წარმოადგენდა იმ დიდ ამერიკელ დიპლომატსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსულს საფრანგეთის ქალაქ მარსელში,რომელმაც მიუხედავად ამერიკული ხელისუფლების მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობისა,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაინც გასცა 2 500 ვიზა ებრაული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებზე.აღნიშნულ ვიზებს შემდგომში “სიცოცხლის უფლების ვიზები” უწოდეს.

აბას ჰალაფ კუნფუდი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ამერიკულმა არმიამ მოკავშირეებთან ერთად დაიწყო სამხედრო ოპერაცია ერაყის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორის – სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, 2003 წლის 1 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა,რუსეთში ერაყის სრულუფლებიანმა ელჩმა – აბას ჰალაფ კუნფუდმა (1955-2013 წლები).

წარსულის სამეცნიერო ცდომილებები…

1. “მიწის გაბურღვა ნავთობის ძიებისათვის? თქვენ მხედველობაში გაქვთ,მიწის გაბურღვის საშუალებით ნავთობის მოპოვება? ნამდვილად ჭკუაზე ხართ შეშლილი! – (პასუხი ამერიკელ ნავთობისმწაროებელ – ედვინ ლორენტაინ დრეიკს – 1859 წელს)

ფიდიპიდე – (“მარათონის” სულისჩამდგმელი გმირი)

ფიდიპიდე (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში) – წარმოადგენდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ძველბერძენ მეომარს,რომელმაც ათენში ჩაიტანა მეტად სასიხარულო ცნობა ბერძენთა მიერ სპარსელების არმიის დამარცხებისა – “მარათონის ბრძოლაში” (ძვ.წ.აღ-ით 490 წლის 12 სექტემბერს).