Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“შურისმაძიებლები” – (გერმანელ ფაშისტებზე მონადირეები)

“შურისმაძიებლები” – 1943 წლის 15 ივლისს,მას შემდეგ,რაც ვილნიუსის გეტოში მოქმედი იატაკქვეშა ებრაული მოძრაობის – “გაერთიანებული პარტიზანული ორგანიზაციის” ლიდერი – იცხაკ ვიტენბერგი (1907-1943 წლები) ვილნიუსის გეტოს განადგურების საფრთხის თავიდან ასაცილებლად გერმანელ ფაშისტებს ჩაბარდა (ციხეში ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო),აღნიშნულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ებრაელი პოეტი და პროზაიკოსი – აბა კოვნერი.

ხოსე ლუის კალვა ზეპედა – (მექსიკელი კანიბალი მწერალი)

ხოსე ლუის კალვა ზეპედა – დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.იგი გახლდათ ის მექსიკელი მწერალი და პოეტი,რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო და დაუმტკიცა რიგ მკვლელობებსა და კანიბალიზმში.

“ადამიანების ზოოპარკი” – (ეთნოლოგიური ექსპოზიცია)

“ადამიანების ზოოპარკი” – (მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც – “ეთნოლოგიური ექსპოზიცია”) წარმოადგენდა კაცთა მოდგმის მიერ ჩადენილი რასიზმის,ცინიზმისა და დისკრიმინაციის უთვალსაჩინოეს ნიმუშს,სადაც აფრიკელი (შავკანიანი) და რიგი აზიელი მოსახლეობისა დემონსტრაციულად ჰყავდათ გამომწყვდეული (წარმოდგენილი) ეგრეთ წოდებულ ზოოპარკებში განთავსებულ ღია ან ნახევრად ღია ვოლიერებში.

“პირველი ოპერატორები”

პირველი კომპანია თანამედროვე სამყაროში,სადაც ოპერატორების არსებობის აუცილებლობა წარმოიშვა,გახლდათ სატელეფონო კომპანია – “Bell Telephone Company”,რომელიც დაარსებულ იქნა 1877 წლის 9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში,შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მეცნიერის,გამომგონებელისა და ბიზნესმენის – ალექსანდრე გრეიამ ბელის მიერ.

ტიხო ბრაგეს შესახებ…

გენიალური დანიელი ასტრონომი,ასტროლოგი და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ალქიმიკოსი – ტიხო ბრაგე (1546-1601 წლები),რომელმაც პირველმა ჩაატარა ევროპაში სისტემური და მაღალი სიზუსტის მქონე ასტრონომიული დაკვირვებები,რაც საფუძვლად დაედო – “კეპლერის კანონებს” (პლანეტების მოძრაობა მზის ირგვლივ),ატარებდა ხელოვნურ ცხვირს,რომელიც დამზადებული გახლდათ ოქროსა და ვერცხლისაგან.

ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე – ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები),თორმეტი წლის ასაკიდან ნაწილობრივ დაყრუვდა.

ჯოვანი ბატისტა ბუგატი – (მართლმსაჯულების აღმსრულებელი)

ჯოვანი ბატისტა ბუგატი (1780-1869 წლები) – წარმოადგენდა პაპის ოლქის (რომის პაპების გამგებლობაში მყოფი თეოკრატიული სახელმწიფო იტალიაში 756-1870 წლებში) ეროვნებით იტალიელ,ოფიციალურ ჯალათს 1796 წლიდან 1865 წლამდე.მას იტალიურად მოიხსენიებდნენ,როგორც – Mastro Titta,რაც – “მართლმსაჯულების აღმსრულებელს” აღნიშნავდა.

იუტაკა ტანიამა – “ეპიზოდი”

იუტაკა ტანიამა (1927-1958 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ მათემატიკოსს,რომელმაც აღიარება მოიპოვა,როგორც საყოველთაოდ ცნობილი – “მოდულარული თეორემის”,იგივე –  ”ტანიამა-შიმურას” ჰიპოთეზის ავტორმა.მიუხედავად უდიდესი მეცნიერული წარმატებებისა,იუტაკა ტანიამამ 1958 წლის 17 ნოემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.სუიციდის წინ კი დაწერა წერილი,რომელშიც ეწერა:

ერნესტ მილერ ჰემინგუეი – მის შესახებ გამოქვეყნებული “ნეკროლოგის” შესახებ წერდა…

დიდი ამერიკელი მწერალი,რომანისტი და ჟურნალისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),ბევრჯერ შეხვედრია სიკვდილს პირისპირ,სხვადასხვა გარემოებებსა და სხვადასხვა პირობებში,ხან ბრძოლებში,ხან ნადირობის დროს.ერთხელ გამოიტირეს კიდეც აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ,როცა ყველას მკვდარი ეგონა და გაზეთებში სამგლოვიარო განნცხადებებიც კი დაბეჭდეს.

“ტარპეის კლდე”

“ტარპეის კლდე” –  წარმოადგენდა,კაპიტოლიუმის ბორცვის (რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი) მარჯვენა მხარეს მდებარე კლდეს,საიდანაც ძველ რომში სიკვდილმისჯილ ადამიანებს ყრიდნენ და შესაბამისად კლავდნენ.განსაკუთრთებით კი,აღნიშნული კლდიდან ყრიდნენ ისეთ  მსჯავრდებულებს,რომლებიც დადანაშაულებულ იყვნენ – სახელმწიფო ღალატში,ინცესტში და გაქცევაში (მონების გაქცევა მებატონეებისგან).