Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ზიგმუნდ ფროიდის შესახებ…

ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიელ ფსიქოლოგსა და ფსიქოანალიზის ფუძემდებელ - ზიგმუნდ ფროიდს (1856-1939 წლები),პანიკური შიში ჰქონდა ციფრი 62-ის.ამის გამო იგი აღნიშნულ ციფრს არც არასდროს ახსენებდა და არც არასდროს წერდა.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”

ცნობილია,რომ გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს (1756-1791 წლები) საკმაოდ დიდი შემოსავლები ჰქონდა.მიუხედავად ამისა,იგი ფინანსურ პრობლემებს საკმაოდ ხშირად აწყდებოდა.ამის გამო დიდ ხელოვანს ერთ-ერთმა არისტოკრატმა,რომელთანაც მოცარტი ფულის სასესხებლად მივიდა,ჰკითხა:

“შუა საუკუნეების ევროპის რამდენიმე სასჯელი”

შუა საუკუნეების ევროპაში,თუნდაც მცირედი დანაშაულისათვის,ადამიანები ისჯებოდნენ სხვადასხვა და მეტად “მრავალფეროვანი” მეთოდებით (გააჩნდა დანაშაულის სიმძიმეს).დიდი გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი – კარლ ლუდვიგ ბერნე (1786-1837 წლები) ამბობდა: “ბუნებას რომ იმდენი კანონები ჰქონდეს,რამდენიც სახელმწიფოს,ღმერთიც კი ვერ შეძლებდა მის მართვასო”, 

“წიგნი არაფერი”

შესანიშნავ ირლანდიელ მწერალს - ჯორჯ ბერნარდ შოუს,დაუსვეს შეკითხვა თუ რომელ ხუთ წიგნს წაიღებდა იგი უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის შემთხვევაში.შკითხვაზე შოუმ უპასუხა,რომ ამ შემთხვევაში იგი კუნძულზე წაიღებდა ხუთ წიგნს,როლებიც მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ფურცლებისგან იქნებოდა შედგენილი.

ექვთიმე თაყაიშვილი – “მამულისა და რწმენის სადარაჯოზე”

ერთ-ერთმა უდიდესმა ქართველმა მამულიშვილმა,საქართველოს “მეჭურჭლედუხუცესად” წოდებულმა,წმინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა – ექვთიმე თაყაიშვილმა (ღვთისკაცი),ქართული სულიერებისა და რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯის “ჯვრის მონასტრისადმი” გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის გამო

ბრაზილიის იმპერატორი სტუმრად ვიქტორ ჰიუგოსთან…

ბრაზილიის იმპერატორმა პედრუ I-მა,რომელიც ქვეყანას მართავდა 1822-1831 წლებში,სპეციალური მოსაწვევი გაუგზავნა გენიალურ ფრანგ რომანტიკოს მწერალს - ვიქტორ-მარი ჰიუგოს.ბართში ეწერა,რომ იგი დიდ სურვილს გამოთქვამდა ენახა და გაეცნო დიდი მწერალი.

უორენ გამალიელ ჰარდინგის შესახებ…

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 29-ე პრეზიდენტი,რესპუბლიკური პარტიიდან - უორენ გამალიენ ჰარდინგი,რომელიც ქვეყანას მართავდა 1921-1923 წლებში,გამოირჩეოდა აზარტული თამაშებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით.

“ჩერ ემი” – გმირად შერაცხული მტრედი

ერთადერთი ფრინველი ისტორიაში, რომელიც სამხედრო ჯილდოთი – „სიმამაცისათვის” იქნა დაჯილდოებული, გახლავთ მტრედი სახელად - ჩერ ემი. მას საფრანგეთის სახელმწიფოსაგან უმაღლესი ჯილდო – “სამხედრო ჯვარი” მიენიჭა.

“წვიმის ქალი” – (ანომალური ტილო)

ცნობილი უკრაინელი მხატვრის - სვეტლანა ტალეცის,მიერ დახატული სურათი - “წვიმის ქალი”,ერთ-ერთი საიდუმლოებებით მოცული ტილოა (მას ჩარჩოც კი არ გააჩნია).მისი ფასი დღესდღეობით ხუთას ამერიკულ დოლარს არ აღემატება.მას შემდეგ,რაც მხატვარმა იგი დახატა,გასაყიდად ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის ვინიცის მაღაზიაში გაიტანა.როგორც მაღაზიის თანამშრომლები იუწყებიან,ეს სურათი სამჯერ იყიდეს,თუმცა სამივეჯერ უკან დააბრუნეს.

“ცაციების” შესახებ…

“ცაციების” ოფიციალურ საერთაშორისო დღედ მიჩნეულია 13 აგვისტო,რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.პირველად აღნიშნული მოვლენა სათავეს 1976 წლიდან იღებს – Leftanders International-ის ინიციატივით.სხვა ვერსიის მიხედვით კი,ეს დღე პირველად 1992 წლის 13 აგვისტოს აღინიშნა.მიზანი ამ დღის დაარსებისა,ცაციების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობა გახლდათ.