Tag Archives: სხვა
ალ-მუთანაბის ნააზრევი…
“როცა ბერიკაცი იფურთხება სიცოცხლის აუგად,მას განა სიცოცხლე მობეზრდა,არამედ საკუთარი სიძაბუნე.სიცოცხლის დამამშვენებელი ჯანსაღობა და ახალგაზრდობაა.როცა ისინი ზურგს შეაქცევენ ადამიანს,მაშინ კაციც პირს იბრუნებს ცხოვრებისაგან.
ნიკო ნიკოლაძის აღსარება ქართველ ხალხს…
“მას აქეთ,რაც მე ჩემს თავს ვიცნობ,მე ერთი წადილის მეტი არა მქონია,ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია.მე შენ მიყვარდი,შენ მწამდი,შენ გემსახურებოდი ავად თუ კარგად,როგორც შემეძლო,როგორც ჭკუა მიჭრიდა.
უილიამ ფოლკნერის სიტყვა “ნობელის პრემიის” მიღების დღეს…
“ვგრძნობ,რომ ეს პრემია მიმანიჭეს არა პირადად მე,როგორც კაცს,არამედ ჩემს შემოქმედებას – მთელი ცხოვრების ნაჭირვებს,სიმწრის ოფლში ტანჯვაგამოვლილ ადამიანურ სულს,ნაწამებს არა სახელისა ან სიმდიდრის მოსახვეჭად,არამედ იმისათვის,რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა.
ვასილი სტალინის დახასიათება…
“ამხანაგი ვასილი იოსების ძე სტალინი 1944 წლის მაისიდან ასრულებს დივიზიის მეთაურის მოვალეობას.პირადად ამხანაგ სტალინს გააჩნია კარი ორგანიზატორის უნარი და ნებისყოფა.
ამონარიდები “ანა ფრანკის დღიურიდან”
“არ მჯერა ის ამბავი,თითქოს ომი მხოლოდ ხელმძღვანელი მოღვაწეების,მთავრობებისა და კაპიტალისტების ბრალია.არა,ალბათ,პატარა ადამიანებიც არიან დამნაშავენი,თორემ მთელი ხალხები არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას,ადამიანში,ალბათ,იმთავითვე გამჯდარია მისწრაფება ნგრევის,მკვლელობის,ჩეხვისა და მხეცობისაკენ.სანამ მთელი კაცობრიობა არ გარდაიქმნება,არც ომები მოისპობა.
ტომას მორი წერდა…
“საკუთარი სიამოვნებისათვის სხვისი სიამოვნების მითვისება უსამართლობაა. და, პირიქით,ადამიანურობისა და სიკეთის ვალია,მოაკლო საკუთარ თავს და მისცე სხვას,ეს მოვალეობა იმდენს არაფერს გვაკლებს,რამდენსაც გვმატებს,
ნიკოლო მიწიშვილის წერილიდან – “ფიქრები საქართველოზე”
“მე არ ვიცი – ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად.დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია,რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის.
გრიგოლ რობაქიძე წერდა…
“ჩვენ გვიყვარს “სემიტური გამოჩენა”,მაგრამ ჩვენ არიული “გამორჩევაც” გვიყვარს.”ღალაგადასმულობის დასაწყისს ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი “აზნაურობის”.ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე წვრილმანობა.მაგრამ გვაჯადოებს “რაინდული ხმალში გამოწვევა”,ჩვენ “მეწვრილმანეებიცა” ვართ და “რაინდებიც”.ქართველი კაცი კაცი “ლაქიაც” არის და “მეფეც”,”ჟულიკიც” და “არისტოკრატიც”.
ჰენრი ფორდი “ხელფასის შემცირების” შესახებ წერდა…
“მე რომ იძულებული ვყოფილიყავი არჩევანი გამეკეთებინა ხელფასის შემცირებასა და დივიდენდების განადგურებას შორის,ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოვსპობდი დივიდენდებ.მართალია,ეს არჩევანი დაუჯერებელია,იმიტომ,რომ როგორც ახლახან იყო დამტკიცებული,დაბალი ხელფასით შეუძლებელია დანაზოგების მიღწევა.
Ford Motor Company-ს პირველი სარეკლამო სლოგანი
დიდი ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის – ჰენრი ფორდის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1903 წელს დაარსებული ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციისა და ავტომწარმოებელი კომპანიის – “Ford Motor Company”-ს პირველი სარეკლამო სლოგანი შემდეგი შინაარსის გახლდათ: