Tag Archives: საინტერესო ფაქტები
მარკ ლენდისი – “დიდებული ფალსიფიკატორი”
მარკ ლენდისი – დაიბადა 1955 წლის 10 მარტს ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში (ამერიკის შეერტებული შტატები).იგი წარმოადგენს იმ დიდებულ მხატვარს,რომელმაც თანამედროვე სახვით ხელოვნებაში თავი დაიმკვიდრა გენიალური მხატვრების ასლების დიდებული ფალსიფიკაციების შესრულებით.
ჯონათან ჯოზეფ ჯეიმზი – “გენიალური არასრულწლოვანი ჰაკერი”
ჯონათან ჯოზეფ ჯეიმზი – დაიბადა 1983 წლის 12 დეკემბერს,მაიამის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ,გენიალურ და პირველ ამერიკელ ჰაკერს,რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ “არასრულწლოვან ასაკში” ჰაკერობისათვის გაასამართლა.
“მასხარას ჩაჩის რუკა”
“მასხარას ჩაჩის რუკა” – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოსილ ისტორიულ რუკას,დასავლურ კარტოგრაფიაში.მას იმთავითვე “მასხარას ჩაჩის რუკად” მოიხსენიებენ,თუმცა ზუსტად არავინ იცის რატომ,ან სად იქნა იგი შედგენილი.
ძმები გრიმების ბიოგრაფიიდან…
დიდი გერმანელი ლინგვისტები და თანამედროვე გერმანული ფილოლოგიის ფუძემდებლები “ძმები გრიმები” - იაკობ ლუდვიგ კარლ გრიმი (1785-1863 წლები) და ვილჰელმ კარლ გრიმი (1786-1859 წლები),მსოფლიოსათვის ცნობილ და საყვარელ მეზღაპრეებს წარმოადგენენ.
“ხელები ეწინააღმდეგებიან მას” – მისტიური ტილო
“ხელები ეწინააღმდეგებიან მას” - (The Hands Resist Him),გახლავთ ცნობილი ამერიკელი მხატვრის,ბოსტონში მაცხოვრებელი - ბილ (უილიამ) სტოუნჰემის მიერ 1972 წელს დახატული ტილო.სტოუნჰემს პოპულარობა და ცნობადობა სწორედ აღნიშნულმა ტილომ მოუტანა,რომელიც ერთგვარ ქალაქურ ლეგენდად და ინტერნეტ-მემოდ კი იქცა.
მანდილოსნები – ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან…
მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიება “ოლიმპიური თამაშები”,ათასწლეულებს ითვლის.თანამედროვე სამყაროში პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს,მისსავე “მშობლიურ ქალაქ” – ათენში ჩატარდა,სადაც თერთმეტი ქვეყნის 311 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ვის გამოსახავდნენ ბანქოს ქაღალდზე – “ქალი”
“ქალი” - “დამა” იგივე “დედოფალი” -გახლავთ ბანქოს სათამაშო ქაღალდი,რომელზეც გამოსახულია ქალის გამოსახულება.იგი არის “მეფეზე” დაბალი და “ვალეტზე” (ჯარისკაცზე) მაღალი დანიშნულების მქონე.მისი რიცხვითი მნიშვნელობა 12 გახლავთ.
ჯავაჰარლალ ნერუ – მაჰათმა განდის შესახებ…
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ინდოეთის კონგრესის თავჯდომარე,რომელიც 1957 წლიდან ხდება ინდოეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქვეყნისა - ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964 წლები),საყოველთაოდ ცნობილი ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერის - მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1949 წლები),შესახებ წერდა:
“ბესიკისა და მზეჭაბუკ ორბელიანის პაექრობა”
„მზეჭაბუკი”-ს ანუ, როგორც ჩვეულებრივ ეძახდნენ – ჭაბუა ორბელიანის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ზოგი რამ არის ცნობილი. 1777-1791 წლებში იგი ერეკლე II-ის მდივანბეგი იყო. გრიგოლ ბატონიშვილის დახასიათებით, ჭაბუა ფრიად განათლებული, გონებასხარტი, ენამოსწრებული “შემაქცევარი კაცი” ყოფილა, რის გამოც მეფე ერეკლეს ძალიან უყვარდა თურმე იგი.
რუდოლფ ლუდვიგ კარლ ვირხოვი – “ეპიზოდი”
დიდ გერმანელ სწავლულს,ფიზიოლოგს,პათოლოგიური ანატომიის სპეცისალისტსა და სახელმწიფო მოღვაწეს - რუდოლფ ლუდვიგ კარლ ვირხოვს (1821-1902 წლები),მეგობრების კომპანიაში ყოფნის დროს,ერთ-ერთმა მეგობარმა დაუსვა შეკითხვა,თუ რაში მდგომარეობდა განსხვავება “ექიმისა” და იურისტის” პროფესიებს შორის.