Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ყველაზე რთულად სათარგმნი სიტყვა – “Mamihlapinatapai”
“გინესის რეკორდების წიგნში”,მოხვდა სიტყა რომელიც ყველაზე რთულ სათარგმნად არის მიჩნეული დღემდე და ეს სიტყვა გახლავთ,სამხრეთ ამერიკის დაბოლოებასთან მდებარე ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგზე მაცხოვრებელი იაგანის,ხალხის ენის ერთ-ერთი სიტყვა,რომელიც გამოითქმის როგორც “Mamihlapinatapai” და იწერება,როგორც“Mamihlapinatapei”. (ავტორი გენია.ჯი)
“შახბოქსი”
“შახბოქსი” - ინგლისურ ენაზე “Chess boxing”,წარმოადგენს ჰიბრიდული სპორტის სახეობას,ჭადრაკისა და კრივის მონაცვლეობითი “რაუნდებით”.პირველი ოფიციალური ბრძოლა “შახბოქსისა” გაიმართა 2003 წელს.
“ბუცეფალი”
“ბუცეფალი” - ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ცხენია მსოფლიო ისტორიაში,რადგან მისი სახელი დაკავშირებულია ისეთ დიდ მხედართმთავართან,როგორიც იყო ალექსანდრე მაკედონელი.
“რამდენიმე ფაქტი იაპონიის შესახებ”…
1. სასურსათო მაღაზიას იაპონიაში ”იაოია”-ს უწოდებენ,რაც სიტყვასიტყვით აღნიშნავს “მაღაზიას 800 პროდუქტისა”.ციფრი 800 იაპონელთათვის “უზარმაზარ რაოდენობას” აღნიშნავს.ადრინდელ პერიოდებში,დღევანდელისაგან განსხვავებით “იაოია”-ში მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეული და მწვანილი იყიდებოდა.
ჰაშემ აგაჯარი – “ეპიზოდი”
ჰაშემ აგაჯარი - რომელიც წარმოადგენს ცნობილ და გამოჩენილ ირანელ მეცნიერს,ისტორიის პროფესორსა და თეირანში მდებარე “თარბიიტაის მადარესის უნივერსიტეტის” ერთ-ერთ საუკეთესო პროფესორს.
იაია ჯამეს შესახებ…
იაია აბდულ აზიზ ჯამუს ჯენკინგ ჯამე წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოს გამბიას,პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს,რომელსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია 1996 წლიდან დღემდე.მანამდე კი 1994 წლიდან 1996 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა გამბიას დროებით მართველ საბჭოს.
ხუანა I შეშლილის “ბიოგრაფიიდან”…
ხუანა I შეშლილი (1479-1555 წლები) – წარმოადგენდა კასტილიისა და ლეონის სამეფოს დედოფალს და ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე I ლამაზის მეუღლეს.იგი ქალიშვილი იყო სიცილიისა და ნეაპოლის კათოლიკე მეფის ფერდინანდ II არაგონელის და კასტილიის დედოფლის იზაბელა კასტილიელისა,რომელთა ქორწინებამაც სათავე დაუდო ესპანეთის ფაქტიურ გაერთიანებას.
“ყველაზე დიდი წყალდიდობა ისტორიაში”
“წყალდიდობა” დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ უდიდესს სტიქიურ უბედურებად კაცობრიობის ისტორიაში.მის მიერ მიყენებული ზარალი,უმთავრესად ადამიანთა სიცოცხლისა,ხშირ შემთხვევებში ათეულ ათასობით მსხვერპლის მომტანია,რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ და ფინანსურ ზარალზე.
ხუან ევო მორალეს აიმა – “კაპიტალიზმის შესახებ”…
ხუან ევო მორალეს აიმა - წარმოადგენს ბოლივიელ პოლიტიკურ მოღვაწესა და ამ ქვეყნის პრეზიდენტს 2006 წლიდან დღემდე.იგი გახლავთ ეროვნებით აიმარა და პირველი ადგილობრივი მმართველია,ესპანეთის კოლონიზაციის პერიოდიდან მოყოლებული.
ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ძაღლი – “ბლონდი”
“ბლონდი” - წარმოადგენდა მესამე რაიხის რაიხსკანცლერის და ფაშისტური გერმანიის “ფიურერის” ადოლფ ჰიტლერის უსაყვარლეს ძაღლს (გერმანულ ავჩარკას),რომელიც 1941 წელს გერმანელმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ,ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პერსონამ – მარტინ ბორმანმა აჩუქა თავის ფიურერს. (ავტორი გენია.ჯი)