Tag Archives: განათლება

“ნალანდას უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი”

“ნალანდას უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი” - გახლდათ ჩრდილოეთ ინდოეთში (ბიჰარის შტატი) მდებარე უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი V-VII საუკუნეებისა,სადაც პედაგოგებად მოღვაწეობდნენ იმ დროის უდიდესი სწავლულები და მოაზროვნეები.

“ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი”

“ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი” - გახლავთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება,რომელიც ტერიტორიულად განთავსებულია პარიზში,ლათინური კვარტალის ცენტრში.

“სქოლარქოსი”

“სქოლარქოსი” - ბერძნულად აღნიშნავს “სკოლის ხელმძღვანელს”.აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა ძველ საბერძნეთში (ათენში),ფილოსოფიური სკოლების ხელმძღვანელების მისამართით,მაგალითად ისეთი ცნობილი სკოლის მიმართ,როგორიც გახლდათ “პლატონის აკადემია” (დაარსებული დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 388 წელს),რომლის პირველი “სქოლარქოსი” თავად პლატონი გახლდათ.

მარია მონტესორი – “საუკეთესო პედაგოგი”

მარია მონტესორი დაიბადა 1870 წლის 31 აგვისტოს კიარავალეში (ანკონას პროვინციაში,კომუნა იტალიის ცენტრალურ ნაწილში).იგი გახლდათ შესანიშნავი პედაგოგი,ექიმი,ფილოსოფოსი და ჰუმანისტი,რომელიც 1988 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის “იუნესკოს” მიერ დასახელებულ იქნა იმ ოთხ ყველაზე დიდ პედაგოგს შორის,

“აბოს სამეფო აკადემია”

“აბოს სამეფო აკადემია” - გახლდათ შვედურენოვანი უნივერსიტეტი,რომელიც ფუნქციონირებდა ფინეთის ქალაქ ტურკუში 1640-1828 წლებში და იგი იყო პირველი უნივერსიტეტი ფინეთის ტერიტორიაზე.

დორის მეი ლესინგის “მოგონებებიდან”

“ადრეულ ოთხმოციან წლებში,აფრიკული სახელმწიფოს ზიმბაბვეს ჩრდილო-დასავლეთში მყოფ ჩემს მეგობარს ვესტუმრე,რომელიც სკოლის მასწავლებელი გახლდათ.როგორც თავად ამბოდა,ზიმბაბვეში ნანახმა სკოლების საშინელმა მდგომარეობამ იგი შოკში ჩააგდო და სრულ დეპრესიამდეც კი მიიყვანა.

“ბუდაპეშტის უნივერსიტეტი”

“ბუდაპეშტის უნივერსიტეტი” - რომელსაც მიანიჭეს დიდი უნგრელი ფიზიკოსისა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის – ლორანდ ეტვიოშის სახელი (1848-1919 წლები),გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი უნგრეთისა.

იაკობ გოგებაშვილის ნააზრევი…

“სწავლა,ცოდნა და მეცნიერება! – აი,წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა,დამდგენელი ყოველის ერთობისა,ამამაღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი,კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება.სწავლა,ცოდნა და მეცნიერება ღონეა იმისთანა,რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი,ვერც ხმალი,ვერც ჯართა სიმრავლე.ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის,ბასრი ხმალი მოგერიებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)

ანატოლ ფრანსი – “მოდით ბიბლიოთეკაში”

“მოდით ბიბლიოთეკაში.იცოდეთ,რომ აქ მრავალი საუკუნის მანძილზე გროვდებოდა ყოველივე საუკეთესო,ყველაზე სასარგებლო,რასაც კი კაცობრიობამ ჭეშმარიტებისა და და სილამაზის შეცნობაში მიაღწია.

“ჩამიკურო”

“ჩამიკურო” - წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ენას დედამიწაზე,რომელზეც დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ და მხოლოდ 8 ადამიანი საუბრობს.