Tag Archives: “ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ წლებზე მეტად ჩვენ, ადამიანები ვაბერებთ ერთმანეთს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგჯერ ადამიანი ერთ დღეში ისწავლის იმას, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში ვერ ისწავლა”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არიან ჭკუისკოლოფი ქალები, რომლებიც იმ თვალიდან ვერ ხედავენ, რომელმაც ცუდი უნდა შეამჩნიოს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სასაცილოა, როგორ ლაპარაკობენ ადამიანები მომავალზე, გეგონება, ხელში უჭირავთო, თითქოს შეეძლოთ თავის ნებაზე, მიმდინარე მომენტის შესაბამისად თუ სურთ, მოაახლოონ და თუ სურთ – შეაფერხონ ამ მომავლის დადგომა”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დარდი საქმეს არ შველისო, ამბობენ უდარდელნი. სანამდე ვართ, დრო ვატაროთო, თავში ხელის ცემა და ქოჩრის გლეჯა რას მოგვცემს, რას გვისაშველებსო.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ყველამ იცის, რაა დღეს მისთვის აუცილებელი, იქნებ ისიც – რაც ხვალ და ზეგ. უფრო ჭკვიანებმა – რაც ერთი წლის შემდეგ და კიდევ უფრო წინდახედულებმა – რაც სიცოცხლის ბოლომდე”.