Tag Archives: ისტორია
“კანემის იმპერია”
“კანემის იმპერია” - გახლდათ კოლონიამდელი აფრიკული სახელმწიფო (იმპერია),რომელსაც ეკავა ტერიტორიები თანამედროვე ჩადის,ლიბიის სამხრეთის და აღმოსავლეთ ნიგერისა.
მუნქე ყაენი – “დისკუსია რელიგიის შესახებ”
1254 წლის 24 მაისს,მონღოლეთის მეოთხე უდიდესმა ხანმა - მუნქე ყაენმა (1208-1259 წლები),რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მიიღო საფრანგეთის ელჩი – ფრანცისკანელი ბერი რუბრუკი.
“Descriptio Maris Pacifici” – (წყნარი ოკეანის აღწერა)
” Descriptio Maris Pacifici” - ლათინურ ენაზე – “წყნარი ოკეანის აღწერა”,გახლავთ ცნობილი ნიდარელანდელი (ფლამანდრიელი) კრიპტოგრაფისა და გეოგრაფის,საზოგადოდ აღიარებული,როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელის - აბრაჰამ ორტელიუსის (1527-1598 წლები),მიერ შედგენილი დეტალურ გამოსახულებიანი რუკა “წყნარი ოკეანისა” (რომელსაც ადრეულ ხანაში მოიხსენიებდნენ,როგორც: სამხრეთის ზღვა). (ავტორი გენია.ჯი)
ბოლივიის ისტორიიდან…
მსოფლიო ოკეანეზე და ზღვებზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო -ბოლივიას (ოფიციალური სახელწოდება – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო),მიუხედავად იმისა,რომ ზღვებსა და ოკეანეებზე გასასვლელი არ აქვს,გააჩნია ოფიციალური სამხედრო-საზღვაო ძალები.
“ბერბერელი მეკობრეები”
“ბერბერელი მეკობრეები” - გახლდათ მუსულმანი მეკობრეები,რომლებიც ჩამოყალიბდნენ ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე,არაბთა დაპყრობების პერიოდიდან და მოქმედებდნენ XIX საუკუნის შუა ნახევრამდე.
“ინკოსი”
“ინკოსი” - გახლდათ ტომის ბელადის ტიტული და ამასთანავე უმაღლესი მმართველი ზულუს ხალხისა (აფრიკელი ხალხი,ძირითადად სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელი მოსახლეობა.მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ზიმბაბვეში,ზამბიასა და მოზამბიკში).ისტორიული თვალსაზრისით ზულუელ “ინკოსებს” ოთხ კატეგორიად ყოფენ:
“იენენგა”
“იენენგა” - ასევე ცნობილი როგორც “ტანადი იენენგა”,გახლდათ ლეგენდარული აფრიკელი პრინცესა,რომელსაც მიიჩნევენ “მოსის” ხალხის დედად (ხალხი დასავლეთ აფრიკაში,მაცხოვრებლები თანამედროვე ბურკინა-ფასოსა და განაში).იგი გახლდათ სახელგანთქმული მებრძოლი ქალი,რომლის ვაჟმა უედრაოგომ ჩამოაყალიბა “მოსის იმპერია”.
“უაროჩირის ხელნაწერი”
“უაროჩირის ხელნაწერი” - გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი წყარო პერუს ისტორიისა.აღნიშნული ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა XIX საუკუნეში მადრიდში,მაშინ როდესაც იკვლევდნენ პერუელი სასულიერო პირისა და მკვლევარის – ფრანსისკო დე ავილას (1573-1647 წლები),მიერ შეკრებილ უმნიშვნელოვანეს ცნობებს,ადრინდელი ინკების,კეჩუას ხალხისა და სხვა კოლუბამდელი ცივილიზაციების შესახებ.
ლეგენდარული – “კლდეში ჩარჭობილი ხმალი”
უამრავ ადამიანს სმენია დღემდე დაუჯერებელი ლეგენდა – “კლდეში ჩარჭობილი ხმლის” შესახებ.ზოგიერთი წყაროს ცნობით აღნიშნული ლეგენდა უკავშირდებოდა მეფე არტურის შესახებ მოთხრობილ ერთ-ერთ მითს და უთითებდნენ იმ ადგილსაც (ავალონი),სადაც კლდეში ჩაარჭვეს ხმალი.
ჯონ ბაირონი
ჯონ ბაირონი – დაიბადა 1723 წლის 8 ნოემბერს ნიუსტედის საგრაფოში. იგი გახლდათ ბრიტანეთის არმიის ვიცე-ადმირალი, რომელსაც ფლოტში მოიხსენიებდნენ, როგორც “ჯეკი ცუდი ამინდი”, რადგან მის ზღვაში გასვლას ყოველთვის ცუდი ამინდი სდევდა თან. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბაირონი წარმოადგენდა ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსის ლორდ ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონის ბაბუას.