Tag Archives: სხვა
ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…
“ვაი იმ ხალხს,რომელსაც ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას,საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის,საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!”
ჯემალ ჭკუასელის მოსაზრება…
” – არ ვიცი,სამშობლო ვისთვის რა არის,მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი რამ უნდა იყოს,სიცოცხლეზე ძვირფასიც.რომის იმპერია დაინგრა,კართაგენი განადგურდა,ჩვენ კი რამდენი საუკუნეა მოვდივართ!
შარლ დე გოლის მოსაზრებები…
1. “უკიდურესი აღტკინების ჟამს საფრანგეთი ხან ზღაპრულ ფერიად წარმომიდგენია,ხან კიდევ – ფრესკაზე გამოსახულ ღვთისმშობლად…”
ადოლფ ჰიტლერის ინტერვიუდან…
“სოციალიზმი – ეს მთელი მეცნიერებაა საყოველთაო კეთილდღეობაზე.კომუნიზმი სოციალიზმი არ არის.არც მარქსიზმია სოციალიზმი,კომუნისტებმა და მარქსისტებმა ეს ტერმინი ხელოვნურად მიიწერეს და დაამახინჯეს.
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსას მოსაზრება “რელიგიის” შესახებ…
“აგნოსტიკებს ებადებათ კითხვა,თუ საით მიჰყავს სიკვდილს ადამიანი.აი,სწორედ აქ წამოიჭრება უამრავი კითხვა,რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ძნელად მისაღებია.ამ დროს ხედავ,რომ არსებობს რაღაც ისეთი,რაც ნორმალურ პირობებში ისევ აგრძელებს არსებობას; მაგრამ იმავდროულად ჩვენს ცნობიერებას არ ემორჩილება რაღაც,
ტყის სინონიმები და სახეობები…
1. “წვიმის ტყეები” – დამახასიათებელია უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები და დიდი სინოტივე;
გრიგოლ რობაქიძე – “ქართველი ერი – კაცობრიობის ულამაზესი მოდგმა”
“ქართველი თავმომწონეა.აქვს კიდეც უფლება თავმომწონეობისათვის.ენა ქართველთა უგენიალურესი ქმნილებაა ენათა შორის.მისი ფესვეული დენა აცნაურებს უთვალავ საიდუმლოთ მსოფლიოისა.შთასახულია მასშივე მთავარი ხვევული პლატონის უნივერსალური მსოფლხედვის.
ვაჟა-ფშაველას ნააზრევი…
1. „ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე?”
მარკუს ტულიუს ციცერონის სასამართლო გამოსვლიდან…
“მშობელს ვინც დღეს დაუბნელებს,ვისი წყალობითაც თავად იხილა მზის შუქი,მას შეიძლება ადამიანის სახით მოვლენილი ურჩხული ვუწოდოთ,რომელიც თავისი სიშმაგით მხეცზე უარესია,რადგან ამ უკანასკნელს ბუნებამ უბოძა ნიჭი თავისიანის დანდობისა.
კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის შესახებ წერდა…
„ყველგან, ღვთის შვილებს შორის სატანის ნაშიერები იმალებიან, რომელთაც არსებობა მანამდე უწერიათ, ვიდრე „ის გაწმენდს თავის კალოს”, და ამიტომაც,