Tag Archives: ისტორია
ჩინგიზ ყაენი – “ეპიზოდი”
მონღოლთა მიერ დაპყრობილი ათასობით ქალაქიდან მხოლოდ ერთი გახდა ჩინგიზ ყაენის სტუმრობის ღირსი.როგორც წესი,გამარჯვების გარდაუვალობაში დარწმუნდებოდა თუ არა,დიდი ყაენი თავის მხლებლებთან ერთად მოშორებით დასცემდა ბანაკს და საქმეს მისი ჯარისკაცები აგვირგვინებდნენ.
თამარ მეფის მიმართვა ქართულ ლაშქარს “შამქორის ბრძოლის” წინ…
“ძმანნო ჩემნო,ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა,რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს.
გიორგი I – “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”
“ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს,განა თუ სხვისი,საკუთარი თავის,თავის ხალხის მოღალატენი…
საშინელი ფაქტები “ანექსირებული საქართველოს” ისტორიიდან…
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოსცა ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.1802 წლის 12 აპრილს რუსებმა თბილისში გამოაცხადეს მეფობის გაუქმება და რუსული მმართველობის დამყარება.
ერეკლე II-ეს “აღსასრული”
თელავში მოხუცმა მეფემ სამი წელი იცოცხლა.ბოლო დროს ის მძიმედ დასნეულდა წყალმანკით,რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა.მაგრამ უკანასკნელ წუთებამდე მას შერჩა გასაოცარი სულიერი ენერგია და ზნეობრივი შეგნება,რაიცა მას ახასიათებდა მთელი მისი ხანგრძლივი და ქარიშხლიანი ცხოვრების მანძილზე.
“ვანჩგუკების სამეფო დინასტია”
“ვანჩგუკების სამეფო დინასტია” - წარმოადგენს მონარქიას აზიის სახელმწიფო ბჰუტანში და იგი სათავეს იღებს 1907 წლიდან,მას შემდეგ რაც მათ ქვეყანა გააერთიანეს თავიანთი დინასტიის მმართველობის,კონტროლის ქვეშ.
“ბატეკეს ხალხი”
“ბატეკეს ხალხი” - წარმოადგენს ხალხს,მაცხოვრობელს ცენტრალური აფრიკის ტერიტორიებზე,მდინარე კონგოს სანაპიროებზე,კერძოდ: კონგოს რესპუბლიკაში,კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გაბონში.
“რკინის სვეტი დელიში”
“რკინის სვეტი დელიში” - წარმოადგენს რკინის სვეტს სიმაღლით 7 მეტრისა და ნახევარი ტონის სიმძიმისა,რომელიც შედის კუტბ-მინარის ისტორიულ არქიტექტურულ კომპლექსში,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აგურით ნაშენები მინარეთია მსოფლიოში და იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს.იგი განთავსებულია ძველი დელის სამხრეთ ნაწილში,მისგან 20 კილომეტრის მოშორებით.
იუბა II
იუბა II დაიბადა დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 52-50 წლებში ნუმიდიაში.იგი წარმოადგენდა ვაჟს ნუმიდიის უკანასკნელი მეფის იუბა I-სა.მოგვიანებით თავად ხდება მეფე მავრეტანიისა (ისტორიული მხარე ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე – თანამედროვე ალჟირისა და მაროკოს ტერიტორიებზე) და იგი გახლდათ მამა უკანასკნელი მავრეტანიელი მეფის პტოლემესი.
“ხუთი ცივილიზირებული ტომი (ხალხი)”
“ხუთი ცივილიზირებული ტომი (ხალხი)” - ინგლისურ ენაზე “Five Civilized Tribes”,წარმოადგენდა ტერმინს,რომლის მიხედვითაც მოიხსენიებდნენ,ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მაცხოვრებელ,იმ მკვიდრი ხუთი ტომის ხალხს: ჩეროკებს,ჩიკასოს,ჩოკტოს,კრიკებსა და სემინოლებს,რომლებმაც XIX საუკუნის დასაწყისში გაითავისეს და შეითვისეს,თეთრი მოსახლელობის მრავალი წეს-ჩვეულებები და მათთან დაამყარეს ახლო მეზობლური ურთიერთობები. (ავტორი გენია.ჯი)