Tag Archives: ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესებიდან…

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„კაცობრიობა, მადლობა ღმერთს, წინ მიდის და დადგება ის დრო, როდესაც ადამიანი უპასპორტოდ და სიკვდილით დაუსჯელადაც იოლას გავა”. – (იონიჩი)

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, ეძიოს სიმართლე, ცხოვრების აზრი”. – (სახლი მეზონინით)

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ – რა ხალხია! მოდი ახლა და მაგათ ასიამოვნე! განა ღირს სამსახური, შრომა? ძალაუნებურად ყველაფერს მიაფურთხებ და ლოთობას მიყოფ ხელს. არაფერს აკეთებ – გიჯავრდებიან, დაიწყებ კეთებას – ისევ გიჯავრდებიან… დავლიოთ!”

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ – ძნელია ახლა ისეთი ადამიანის პოვნა, რომ არ სვამდეს და წესიერი კაცი იყოს… ადამიანი, რომელიც მუშაობს… ძნელია!” – (უნებლიეთ თაღლითნი)

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესიდან – „ივანოვი”

„ადამიანის სიცოცხლე მინდორში საუცხოოდ გაფურქნილ ყვავილს ჰგავს: მოვა თხა, მოწიწკნის და ფაფუ! აღარაა ყვავილი!”

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესიდან – „თოლია”

„ქალებმა მარცხის პატიება არ იციან”…

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის თხზულებებიდან…

„იწამეთ ღმერთი, სიცრუის გარეშე არ შეიძლება! როდესაც მე მართალს ვამბობ, არავინ არაფერს მაძლევს. სიმართლე შიმშილის კარებზე დაგაბამს და ღია ცისქვეშ გაიყინები!”. – (მათხოვარი)

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„იცან თავი შენი” – მშვენიერი და სასარგებლო რჩევაა, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ უძველესი ხალხი ვერ მიხვდა მიეთითებინა იმ საშუალებისათვის, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმა ამ რჩევით”. – (მოსაწყენი ამბავი)

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესებიდან…

“მამაკაცებს ბევრი რამ არ გესმით.ქალს,რასაკვირველია,ხელმოცარული კაცი უფრო მოეწონება,ვიდრე ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი,რადგან ჩვენ მოქმედი სიყვარული გვხიბლავს,გესმის?