Tag Archives: ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „ამხანაგი თუ მეგობარი?!”
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„მარტოოდენ სიმართლის ლაპარაკი მოზრდილ ასაკში ზოგი ადამიანისათვის სუსტი ჭკუის უპირველესი ნიშანია”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ყოველგვარი ძალადობა თუ თვითნებობის ნატამალი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი და ამაო მცდელობაა იმავე მიზნის მისაღწევად, რისიც ყოველი შედეგი დროებითია, სუსტი და უსუსური – დრო, ჟამი და ადამიანი ადრე თუ გვიან დასჯაბნის ყველა ნაძალადევს”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ქონებასაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ლამაზ ქალს – გულმოდგინედ თუ არ მოუვლი, არ უპატრონებ, ისე გაგეპარება ხელსა და თვალს შუა, რომ ვერც გაიგებ, სად გაქრა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს საწოლსა თუ ჯიბეს ხელს არ მოუსვამ და სიცარიელეს არ იგრძნობ”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ძმათა და სისხლის ნათესავთა შორის ატეხილ ბრძოლაზე შემზარავი ქვეყნად არაფერია – უცხონი არასოდეს ებრძვიან ერთმანეთს ისე დაუნდობლად, როგორადაც ურთიერთგადაკიდებული ნათესავ-ახლობლები”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„უცნაურია სწავლამოძალებული ადამიანი: როგორც კი გათვითცნობიერდება, მაშინვე უნდა იმ ცოდნის გამომჟღავნება – სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ – ეჰე, ეგრე ყოფილა ოდითგან – ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს, ყველამ თავისი ძეობა ილხინოს, წისქვილმა კი ფქვას და ფქვას”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ხალხის ბატონი ის არის, ვინც მისივე მსახურია”.
ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„საკუთარ სიმდიდრესა და ჭკვას ნუ დაანახვებ ხალხს, ბევრ მტერს გეიჩენ, ცოტა ქე უნდა გყავდეს, გაფხიზლებს ის…”