Tag Archives: ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – თუ ჩვენი სახლის საძირკველს საკუთარ მიწაზე ვერ ჩავყრით და ჩვენ ნერგებს ვერ გავახარებთ, მაშინ რაღა ფასი აქვს ცხოვრებას?” – მიხეილ კეკელიძე (ჯვარცმული ქვეყანა)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – აქედანვე თუ წაუწექი ტომრებსა და გოდრებს, მთელ შენ სიცოცხლეში ვეღარ მოიცილებ. ეგ მაგას ეხერხებაო და, შინაური იქნება, თუ გარეული, ყველა შენ აგკიდებს”. – რეზო ინანიშვილი (თინა და სანდრო)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – რაც უფრო დიდ ხანს ვცხოვრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყოველ საქმეში უმთავრესია ჯიქური, ვაჟკაცური და უყოყმანო მოქმედება. სიტყვა და შეტევა…
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„იმედი ისეთი სატყუარაა… ეშმაკმა იცის ამ ქვეყნის თავი და ბოლო: ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. – გიორგი პაპუაშვილი (შორეული ციალი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რაც უფრო მკაცრად მოექცევი ადამიანებს, მით უფრო მეტად დაგაფასებენ… დიახ, დიახ, ასეთია ჩვენი ბუნება!” – მიხეილ მრევლიშვილი (საბედისწერო მოსახვევი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სიბრალულმა თანაგრძნობაც იცის, თანაგრძნობამ ყველაფრის მიტევება, ხოლო მიტევების შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ოცნება თქვენი, გოგო-ბიჭების საქმეა. მე კი, მე, ჩემსას დამაჯერეთ. ჩემი ოცნებები ახლა, მე რომ შემფერის და შევუპყრივარ, მოგონებებია, განვლილი წუთისოფლის შეფასება-გადაფასებაა. ისინი იმათ შეეხებიან, რასთანაც გავჩნდი, სადაც აღვიზარდე, კეთილი და ბოროტი განვიცადე. მერე დავბერდი…” – ბორის ჩხეიძე (ჯუთია)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ხანდახან ადამიანის ენაც უძლურია, ამიტომ დადუმდება ხოლმე და მარტო თვალებიღა მეტყველებენ”. – გიორგი ნატროშვილი (თეთრხალათიანი კაცი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რამდენი რამ უნდა გადაიტანო და მაინც რა სწრაფად გარბიან წლები! რა გამალებით მიაქროლებენ მარადიულ უსასრულობაში სიხარულსა და მწუხარებას, სიამეს და სევდას!.. ზოგი ისე გაუჩინარებულა საუკუნეთა წყვდიადში,
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ცხოვრება სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს”. – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)