Tag Archives: ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

„რამდენი ბედნიერებაა ქვეყნად და ზოგიერთისთვის კი ბედი რა ცოტას გაიმეტებს ხოლმე!” – (პატიოსნება)

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „რაინდი”

„ – რა არის სიყვარული?.. ეჰ, ბატონო, ეგ ფრიად იდუმალი და უცნაური რამ გახლავთ! იქნებ ბრძანოთ, ეს ამაოებააო, მაგრამ ყმაწვილი ქალისთვის… და მერმე განა რომელი ჩვენგანი არ არის ამაოების მსხვერპლი, ჰა? „ბებრები და ქალწულები, ჭაბუკები და ბალღები!”

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „ვაშლის ყვავილი”

„დიდი უზრდელობაა, გათქვა ის, რისთვისაც შემთხვევით მოგიკრავს ყური”.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „პირველი და უკანასკნელი”

„თუ არავინ უყვარს ადამიანს, შეიძლება ძალიან ცუდად წაუვიდეს საქმე”.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის რომანიდან – „ფორსაიტების საგა”

„ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს და ყველაფერი კარგად იქნება”.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

„ახლანდელ დროში არ შეიძლება კაცმა არც მწვადი დაწვას და არც შამფური”. – (მტრობა)

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „რაინდი”

„მჯერა, რომ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო გასაჭირში მიხვდება კაცი, რის ჩადენა შეუძლია და რის არა. იგი  შ ე ი ც ნ ო ბ ს  თავის თავს – ეგ არის და ეგ!”

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის რომანიდან – “ფორსაიტების საგა”

“როცა რაიმეს აკეთებ, წინასწარ დაფიქრდი ხოლმე,ამ შენი მოქმედებით იმაზე მეტად ხომ არავის უშავებ რამეს, ვიდრე ეს აუცილებელია”.

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის შესანიშნავი მოთხრობიდან – “პირველი და უკანასკნელი”

“ხშირად მიკვირს,რამდენ ხანს შეუძლია გასძლოს შიმშილით სიკვდილის პირს მისულმა ადამიანმა ისე,რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაჰკარგოს? არც თუ ისე დიდხანს! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

” – დიახ,მე მესმის თქვენი,ბრუს.მაგრამ მერწმუნეთ,სისულელეა.ვიცი,მთელი სიცოცხლე სინდისის ქენჯნა გაგტანჯავთ.იტყვით,შემოსავლის უღირსი,ჭუჭყიანი წყაროაო.ასე თუ მიდგა საქმე,რაღაა ღირსეული და შეუბღალავი ჩვენს დროში? კინო სწორედ რომ კარგად ასახავს ჩვენი ცივილიზაციის არსს.იგი ჩვენი საუკუნის ბუნებრივი გამოვლენაა.