Tag Archives: ისტორია

ჯორჯ III-ეს შესახებ…

დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფის – ჯორჯ III-ის (1738-1820 წლები),იგივე – ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერის ფიგურას კარიკატურისტი მხატვრები აღმერთებდნენ,ხოლო ხალხს უყვარდა კარგი მეოჯახე, 15 შვილის მამა და ჭეშმარიტად ღვთისნიერი თავისი მეფე.

რა გზა გაიარა იან ჟიჟკამ ჩეხი ხალხის ეროვნულ გმირობამდე?

მტრების მიერ „საშინელ ბრმად” წოდებული ჩეხი ხალხის ეროვნული გმირის – იან ჟიჟკას (1360-1424 წლები) ოფიციალური ბიოგრაფია ერთმნიშვნევლად დუმს იმის შესახებ,თუ რა გზა გაიარა ამ უსასტიკესი თვისებების მქონე პიროვნებამ თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე.

ედუარდ II პლანტაგენეტის შესახებ…

ინგლისის მეფე – ედუარდ II პლანტაგენეტი (1284-1327 წლები) თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა,როგორც პირველი ადამიანი,რომელსაც უელსის პრინცის ტიტული მიენიჭა და პირველი მმართველი,რომელმაც „სპორტის მეფედ” წოდებული – ფეხბურთის თამაში აკრძალა.

ტომას პრაიდი – „ეპიზოდი”

ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოვლენების მიმდინარეობისას გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ინგლისელი გენერლის – ტომას პრაიდის (გარდაიცვალა 1658 წელს) მეთაურობით ფეხოსანთა პოლკის შეიარაღებული ჯარისკაცები შეიჭრნენ.

დედოფალი მარგოს შესახებ…

ანრი II დე ვალუას ქალიშვილი, და ერთბაშად სამი მეფისა: ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III, მეუღლე საფრანგეთის მეფის ანრი IV-ისა – მარგარიტა დე ვალუა (1553-1615 წლები),იგივე – დედოფალი მარგო,რომელსაც კარგად ვიცნობთ დიუმას დიდებული ლიტერატურული ქმნილებიდან – „დედოფალი მარგო”,

ჯვაროსნები – „ეპიზოდი”

უკანასკნელი შანსი ჯვაროსნებს წმინდა მიწაზე პოზიციების გამყარებისა, 1256 წელს მიეცათ.აღნიშნულ წელიწადს მუსულმანურ სახელმწიფოებს აღმოსავლეთიდან რისხვად დაატყდათ თავს მონღოლთა ურდოები ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის,უებრო მხედართმთავრის – ჰულაგუ-ხანის სარდლობით.

პოლიტიკური შპიონაჟი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდ პოლიტიკაში ოპონენტების საწინააღმდეგოდ შპიონაჟის პრაქტიკის გამოყენების გარეშე წარმატების მიღწევა ყოვლად შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენს.საპრეზიდენტო არჩევნებზე,სადაც ქვეყნის მომავალ ხელისუფალს ირჩევენ,ზემოაღნიშნული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ისტორიაში.

ვინ იყო იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე?

იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ (1737-1772 წლები) სამედიცინო და ზოგადად რომ ვთქვათ,კარიერული აღმოავლობის გზაზე,პირველად ფეხი  1768 წელს შედგა.გერმანულ ქალაქ ჰაალეში დაბადებულ ახალგაზრდა ექიმს დანიისა და ნორვეგიის მეფესთან – კრისტიან VII-სთან ერთად მოუხდა მოგზაურობა საზღვარგარეთ.

ეგვიპტის ფარაონების შესახებ…

უძველესი ეპოქების ეგვიპტე თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რა საშინელ შედეგებამდე მიყავდა ეგვიპტის ფარაონები მათში ფესვგადგმულ ისეთ არაადამიანურ და ბილწ აქტს,როგორიცაა – სისხლთაღრევა (ინცესტი).

ილიუი ჩუცაის შესახებ…

მონღოლთა იმპერიაში განუზომლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გონიერებით სახელმოხვეჭილი მონღოლი სახელმწიფო მოღვაწე,სწავლული და ჩინგიზ-ყაენის პირადი მრჩეველი - ილიუი ჩუცაი (1189-1243 წლები).