Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ეჟენ დაბის მოთხრობებიდან…

„მთავარი ცხოვრებაში ისაა, რაც ახლა არის, სხვა არაფერი”. – (გაზაფხულის თავგადასავალი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ფეხზე – საკუთარი ქალამანი, მხრებზე – საკუთარი თავი”. – რადიარდ კიპლინგი (ჰაულის თჰანაში)

ამონარიდები თეოდორ შტორმის მოთხრობიდან – „თეთრცხენიანი მხედარი”

„მაღალი ღმერთი ადამიანებს პასუხს არ აძლევს. იქნებ სულაც იმიტომ არ ამბობს არაფერს, რაკი იცის, ადამიანები მაინც ვერ მიგებენო”.

ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნაწარმოებებიდან…

„ბრძოლის დროს კარგი დიაცის როლი იმაში მდგომარეობს, რომ თოფი გასტენოს ქმრისთვის”. – (მატეო ფალკონე)

ამონარიდები პროსპერ მერიმეს პიესიდან – „წმინდა ნაწილების ეტლები”

„ვისაც სიყვარული შეუძლია, იმას ბევრი რამის პატიებაც შეუძლია”.

ამონარიდები პროსპერ მერიმეს ნოველიდან – „ეტრუსკული ლარნაკი”

„თქვენ, მამაკაცებს ყველას გსურთ დონ-ჟუანის სახელი გაითქვათ. თქვენ გგონიათ, რომ სხვებს ასულელებთ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად თქვენზე უფრო გაქნილ დონა-ჟუანეტებს წააწყდებით ხოლმე”.

ამონარიდები ალფონს დოდეს რომანიდან – „კაცუნა”

„საშინელებაა ცხოვრება, როცა გარშემო არაკეთილისმსურველები გახვევია, როცა განუწყვეტლივ გეშინია და ყურადღება დაჭიმული გაქვს,

ამონარიდები გერმანელი მწერლების მოთხრობებიდან…

„ვისაც სიმდიდრე არ უწერია, ოქრო ისე უქრება ჯიბიდან, თვითონაც ვერ იგებს”. – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (პატარა ცახესი ცინობერად წოდებული)

ამონარიდები თედორე დოსტოევსკის პირველი რომანიდან – „საწყალი ადამიანები”

„მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა!”

ამონარიდები ფრანსუა მორიაკის რომანიდან – „ასპიტთა ბუდე”

„სიმართლე ითქვას, არავინ თავის სახეს არ გვაჩვენებს, არავინ”.