Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. მას შემდგომ,რაც 1912 წელს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით სახელგანთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი,გალაკტიონ ტაბიძის “მუზა” და მსოფლიო სილამაზის კონკურსის პირველი გამარჯვებული – მერი შერვაშიძე იხილა,აღტაცება ვერ დამალა და ხმამაღლა თქვა: ” – ასეთი სილამაზე მომაჯადოვებელიაო”.

იცით თუ არა,რომ

1. დიდმა ინგლისელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა – რიდლი სკოტმა,თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში – “გლადიატორი”,საკუთარი მეუღლე – ჯანინა ფაციო ეპიზოდურ როლში ათამაშა.ჯანინამ ფილმის მთავარი გმირის – მაქსიმუსის მეუღლის როლი განასახიერა.

იცით თუ არა,რომ

1. დომინიკის თანამეგობრობა ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე,რომლის დროშაზეც ქრისტიანთა წმინდა წიგნი – “ბიბლიაა” გამოსახული.აღნიშნულის გამო რომის პაპმა დომინიკის თანამეგბრობა მსოფლიოში ყველაზე კათოლიკურ ქვეყნად აღიარა.

იცით თუ არა,რომ

1. რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის მრავალრიცხოვან საყვარლებს შორის (ჩერნიშოვი,სალტიკოვი,პონიატოვსკი,ორლოვი,პოტიომკინი,ზუბოვი,მამინოვი და სხვები) მხოლოდ ერთადერთი იყო უცხოელი,თუმცა ისიც სლავური წარმომავლობის მქონე სერბი – სემიონ ზორიჩი (1745-1799 წლები).

იცით თუ არა,რომ

1. რომის პაპს 1292-1303 წლებში – ბონიფაციუს VIII-ს საფრანგეთის მეფის – ფილიპე IV ლამაზის სასტიკი თვისებებით სახელგანთქმულმა მრჩეველმა და სახელმწიფო ბეჭდის მცველმა – გიიომ დე ნოგარემ (1260-1313 წლები) არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,

იცით თუ არა,რომ

1. ადრეულ პერიოდებში მეზღვაურებს ჩვეულებად ჰქონდათ ეკვატორის (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე) გადალახვის დროს გემბანიდან წყალში გადაეგდოთ ყველა,ვისაც მანამდე ეკვატორი არ გაევლო.აღნიშნულ ჩვეულებას,ისინი – “ნათლობას” უწოდებდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი – შანხაი, 1849-1946 წლებში საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და მოიხსენიებოდა,როგორც – “შანხაის ფრანგული კონცესია”.

იცით თუ არა,რომ

1. ურნანსეს დინასტიის მეხუთე შუმერი მმართველის (ლაგაშის მეფის) – ენთემენას (მმართველობის პერიოდი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 2360-2340 წლები) არქივის მწერლის მიერ შედგენილ დოკუმენტში,კაცობრიობის ისტორიაში პირველად არის მოხსენიებული სიტყვა – “თავისუფლება”.შუმერულ ენაზე ეს ულამაზესი სიტყვა გამოითქმებოდა,როგორც – “ამარგი”.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ადოლფ ჰიტლერი დასცინოდა ყოველგვარ სამართალს,მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცედურებს.”მართალია ის,ვინც იმარჯვებს”, – ასეთი იყო მისი დევიზი.

იცით თუ არა,რომ

1. სიკვდილით დასასჯელ ამაზრზენ მოწყობილობას – “გილიოტინას”,ფრანგი ხალხი,ქვეყანაში განვითარებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში – “ეროვნულ სამართებელს” უწოდებდა.