Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. როდესაც ლეგენდარულ ინგლისელ კომედიური ჟანრის მსახიობს - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინს ჰკითხეს,თუ სად ისურვებდა მოხვედრას სიკვდილის შემდეგ,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?! პასუხი ასეთი მიიღეს: “ერთის მხრივ სამოთხეში,რადგან იქ კარგი კლიმატია,მაგრამ მეორეს მხრივ ჯოჯოხეთში,რადგან იქ მეტად საინტერესო პუბლიკა დამხვდებაო”.

იცით თუ არა,რომ

1. ადოლფ ჰიტლერი თავის მოადგილეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს ფიურერის გარემოცვაში – მარტინ ბორმანს,”საკუთარ ჩრდილს” ეძახდა.

იცით თუ არა,რომ

1. ”გოიმი” – ებრაული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “არაებრაელს” აღნიშნავს.

იცით თუ არა,რომ

1. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,ღვინოს “კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდეს მწვერვალს” უწოდებდა.

იცით თუ არა,რომ

1. “ჭკუა სინდისის გარეშე” – ასე უწოდებდნენ ფაშისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრს – ჰერმან ვილჰელმ გერინგს.

იცით თუ არა,რომ

1. ერთადერთი ინგლისის მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა,იორკების სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – რიჩარდ III (1452-1485 წლები) გახლდათ.იგი დაიღუპა 1485 წლის 22 ავისტოს ბოსვორტთან გამრთულ ბრძოლაში,”ვარდების ომის” მსვლელობისას.

იცით თუ არა,რომ

1. “გელათის აკადემიის” რექტორს – “მოძღვართ-მოძღვარი” ერქვა.

იცით თუ არა,რომ

1. კორეაში,ბავშვის ჩასახვისთანავე იწყება ათვლა მისი წლოვანებისა.ამიტომ კორეელი ბავშვები დოკუმენტურად,ყოველთვის უფროსი ასაკის არიან,ვიდრე სხვა ქვეყნების თანატოლი ბავშვები.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალურმა ფრანგმა მოქნდაკემ და ხელოვანმა – ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენმა,სამჯერ სცადა ჩაებარებინა “პარიზის ხელოვნების სასწავლებელში”,თუმცა მას სამივეჯერ უარი ეთქვა,იმ მიზეზით,რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნებს.

იცით თუ არა,რომ

1. მარგოტ ჰონეკერი გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი (1963-1989 წლები) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გენსეკის – ჰენრიხ ჰონეკერის მეუღლე.