Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,ვეშაპის ძვლებისაგან დამზადებული კბილების პროთეზით სარგებლობდა.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც პალეოანთროპები ირწმუნებიან,პირველად გარდაცვლილის ცხედრის დამარხვა 350,000 წლის წინად დაიწყეს ადამიანის მსგავსმა მაიმუნებმა - ანთროპოიდებმა (რომლებიც ადამიანის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ დედამიწაზე).

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის საყოვეთაოდ ცნობილი მეფე ლუი XIV,ორი კბილით დაიბადა.

იცით თუ არა,რომ

1. ძველ რომში ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო გაჩაღებული ქალთა “ალკოჰოლიზმის” წინააღმდეგ,რადგან იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი ქალი მოიცვა ალკოჰოლური სასმელისადმი დიდმა ტრფიალმა.აღნიშნულ ღონისძიებას ბევრი პროფილაქტიკური ღონისძიებები ახლდა თან.თუმცა დადებითი შედეგი მაინც არ ჩანდა.

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილი ინგლისელი სწავლულის და სამედიცინო სფეროში ჩართული – ჩარლზ დარვინის მამა,ყოველთვის საყვედურობდა შვილს: შენ არაფერი გაინტერესებს,გარდა ძაღლებისა და ვირთხების ჭერისო.

იცით თუ არა,რომ

1. საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი - ნაპოლეონ ბონაპარტი,ჭადრაკის თამაშის დროს,როქს არასდროს აკეთებდა.მას მიაჩნდა,რომ მეფისთვის როქის გაკეთება (ანუ მეფის ფიგურისათვის საფრთხის არიდება და დამალვა),უღირსი საქციელი იყო.

იცით თუ არა,რომ

1.იაპონიაში არსებობდა სპეციალური კონსილიუმი,რომელთაც ყოველი ახალი იმპერატორისათვის სახელი უნდა შეერჩიათ.კონსილიუმი შედგებოდა ბრძენი და განათლებული ადამიანებისაგან.სახელის შერჩევა იმპერატორისათვის,მის ნამდვილ სახელთან კავშირში არ იყო და მას მხოლოდ ზედსახელად გამოიყენებდნენ,მაგალითად: “მსოფლიო ბრძენი”,”სამყაროს განმანათლებელი’ და სხვა.

იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანთა წმინდა წიგნში “ბიბლიაში” სიტყვა – “ნუ გეშინია” 365 ჯერ მეორდება.

იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,შეხვედრების დროს ხელს არავის ართმევდა.იგი მისალმების ნიშნად მხოლოდ თავს ხრიდა.

იცით თუ არა,რომ

1. ლეგენდის თანახმად – “ბუდას” 40 კბილი ჰქონდა.