Tag Archives: რომ

იცით თუ არა,რომ

1. “ამომავალი მზის” ქვეყნად წოდებული იაპონიის ეროვნულ დროშას – “ჰინომარუ” ჰქვია.

იცით თუ არა,რომ

1. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ტენესის შტატს,ფრანკლინის შტატი ერქვა.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ლეონარდო დავინჩი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც დაადგინა,რომ მთვარის შუქი – ეს მზის შუქი იყო დედამიწიდან ანარეკლი.

იცით თუ არა,რომ

1. გაერთიანებული სამეფოს საიმპერატორო გვირგვინი სახელმწიფოს კერძო საკუთრებაა და არა რომელიმე მონარქის.

იცით თუ არა,რომ

1. პირველი დოკუმენტური ცნობები პენსიის არსებობის შესახებ მე-XV საუკუნის მეორნახევრიდან გვხვდება,კერძოდ საფრანგეთის მეფის ლუი XI-ეს მეფობის ხანაში.

იცით თუ არა,რომ

1. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნებულ იქნა შვეიცარიელი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის – ანრი დიუნანის მიერ 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში.

იცით თუ არა,რომ

1. “თქვენ იწყებთ ენის შესწავლას,რომელზეც ღმერთი ლაპარაკობდა”, – ამ სიტყვებით იწყება ივრითის სახელმძღვანელო.

იცით თუ არა,რომ

1. კორეის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა – ვან გონი (877-943 წლები).მან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 918 წელს.938 წელს კი პირველად ისტორიაში გააერთიანა მთელი ქვეყანა,რომელსაც შემდგომ – კორეა ეწოდა.

იცით თუ არა,რომ

1. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდელი – ჯონ როკფელერი,ახალგაზრდობაში ამბობდა,რომ ჰქონდა ორი უდიდესი სურვილი და ეს სურვილები იყო: გამოემუშავებინა 100000 დოლარი და ეცოცხლა 100 წელიწადი (პირველი სურვილი აიხდინა გადაჭარბებით და მეორე სურვილის ასრულებამდე კი მხოლოდ ორი წელი დააკლდა).

იცით თუ არა,რომ

1. ევროპაში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შვეიცარიაში იქნა შემოღებული და ეს პოსტი – იონას ფურერმა (1805-1861 წლები) დაიკავა.ეს პოსტი მან 1848 წლის 21 ნოემბერს ჩაიბარა.