Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“ტროლფეისის” შესახებ…

“ტროლფეისი” – წარმოადგენს შავ-თეთრი ფერისაგან შექმნილ ცბიერი და ღვარძლიანი ადამიანის სახის მქონე გამოსახულებას,რომელსაც ბაგეებზე თვითკმაყოფილი ღიმილი აქვს აღბეჭდილი.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,სწორედ ასეთივე სახეს იღებდა სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად ადამიანებისადმი მტრულად განწყობილი არსება – ტროლი მაშინ,როდესაც იგი ახალი დაპურებული იყო.

ალექსანდრე III მაკედონელი – “ეპიზოდი”

მაკედონიის ლეგენდად ქცეული მეფე და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე III მაკედონელი (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები),მეტად ცბიერი,ბრწყინვალე და მიზანსწრაფული სამხედრო ლიდერი გახლდათ.

კართაგენი – “ეპიზოდი”

აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს სახელმწიფოში – კართაგენში,უსაშინელესი მსხვერპლშეწირვის ტრადიცია იყო დამკვიდრებული.კერძოდ,

კამბისე II – “ეპიზოდი”

კორუფცია სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს.იგი ანტიკურ ხანაშიც საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული.სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ უსაშინლესი სენის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალი სხვადასხვა მეთოდებით იბრძოდა.

ბორის ელცინი – “ეპიზოდი”

ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით სახელგანთქმული რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ბორის ელცინი, 1994 წელს თანმხლებ პირებთან ერთად ციმბირში მდებარე სიდიდით მესამე ქალაქს კრასნოიარსკს ეწვია.

„შიზოიდი” ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინე II-ეს შესახებ…

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად ახსოვს შიზოფრენიით დაავდებული და სხვადასხვაგვარი შლეგი თვისებებით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ეპოქები. აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დიდი ბიზანტიელი იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – იუსტინიანე I-ის უსაყვარლეს დისწულზე და ბიზანტიის შემდგომ იმპერატორზე 565-578 წლებში - იუსტინე II-ზე (520-578 წლები).

ენრიკო კარუზო – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გენიალური იტალიელი საოპერო მომღერალი (ტენორი) – ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები),ისეთი შესანიშნავი ხმის მფლობელი იყო,რომ მისი ხმა გულგრილს არავის ტოვებდა.

ჰენრი ფორდი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი და “ფორდის ავტოკომპანიის” დამაარსებელი – ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),ერთ დღეს პირადი საქმეების გამოისობით ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ეწვია.

სულეიმან I კანუნი – “ეპიზოდი”

ოსმალეთის იმპერიის რიგით მეათე სულთანმა - სულეიმან I კანუნმა (1494-1566 წლები),როგორც კი შეიგრძნო სიკვდილის მოახლოება,არმიის მთავარსარდალს უხმო და იმ შემთხვევაში,თუკი იგი გარდაიცვლებოდა,სამი უკანასკნელი სურვილის შესრულება დაავალა.

როგორ განადგურდა პარიზის ზოოპარკი?!

1870 წლის 19 ივლისს საფრანგეთსა და პრუსიას შორის კონფლიქტი ომში გადაიზარდა.მას შემდეგ,რაც პრუსიულმა არმიამ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ალყაში მოაქცია (სულ ხუთი თვის მანძილზე იყო ალყაში),ქალაქში საკვები პროდუქტების განსაკუთრებული დეფიციტი შეიქმნა.