Tag Archives: საინტერესო ფაქტები

დიონისე I უფროსის პასუხი ვაჟიშვილს…

სირაკუზელ ტირანსა და მხედართმთავარს – დიონისე I უფროსს (ძვ.წ.აღ-ით 431-367 წლები),რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სიცილიაში მდებარე ქალაქების სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს,მოახსენეს,რომ მისმა ვაჟმა,რომლისთვისაც მამას ძალაუფლება უნდა გადაეცა,პატიოსანი ქალი შეაცდინა.

მემნოსის პასუხი ალექსანდრეს შეურაცხყოფაზე…

მემნონ როდოსელი (ძვ.წ.აღ-ით 380-333  წლები) – წარმოადგენდა იმ ბერძენ მხედართმთავარს,რომელიც სპარსეთის მეფის დარიოს III-ის არმიაში იბრძოდა ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ.

ქსერქსე I-ის განცხადება…

როგორც ისტორიულად არის ცნობილი,ძველი ბერძნები – ლეღვს,ერთ-ერთ საუკეთესო და უიშვიათეს მცენარედ მიიჩნევდნენ.იმ პერიოდისათვის აღნიშნული ხილი მეტად დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და იგი მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაში ხარობდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ძველი ბერძნები თავიანთი ქვეყნიდან ლეღვის ნაყოფის გატანას – კონტრაბანდად მიიჩნევდნენ.

აუქციონებზე გაყიდული – ლი ჰარლი ოსვალდის ნივთები…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში ოფიციალურად ბრალდებულის – ლი ჰალი ოსვალდის ქვრივმა მეუღლემ – მარინა ოსვლად პორტერმა (ნამდვილი სახელი და გვარი – მარინა პრუსაკოვა), 1981 წელს ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ,რომ მისი მეულის ცხედრის ნაცვლად,ოსვალდისათვის განკუთვნილი კუბოთი დაკრძალულ იქნა არა თავად ლი ჰარლი,

ჩრდილოკორეული “გლოვა”

ჩრდილოეთ კორეაში რომ უსასტიკესი დიქტატურისაგან საშინლად არის ხალხი დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული,ახალი ამბავი არავისთვის არ არის.

შუა საუკუნეების შოტლანდიაში არსებული ამაზრზენი კანონი…

ადამიანის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი უსაშინელესი ქმედების – სუიციდის მიმართ,საზოგადოებისა და ეკლესის დამოკიდებულება იმთავითვე უარყოფითი იყო.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ,კარგად დავინახავთ თუ რა მეთოდებით ებრძოდა სხვადასხვა ქვეყნები ამ მოვლენას.

ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები),მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ წერილებს იღებდა.ეს ფაქტი კი,აინშტაინს ძალიან უკვირდა და მხრებს იჩეჩდა: “სრულიად გაუგებარია,რა ნახა ამ ხალხმა ჩემში აღმაფრთოვანებელი.რა გავაკეთე ასეთი? რით დავიმსახურე მათგან ესოდენ დიდი პატივისცემა და ყურადღება?”

ნიკიტა ხრუშჩოვი – “ეპიზოდი”

 თავისი ოდიოზური საქციელებითა და გამონათქვამებით ცნობილმა საბჭოთა გენსეკმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა,”ცივი ომის” მძვინვარების პერიოდში,კრემლში ამერიკელი სენატორები მიიღო.მათ შორის გამართული დიალოგისას,ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა ხრუშჩოვის კეთილგანწყობა დაიმსახურა.რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,ნიკიტამ მას ჰკითხა:

ჰუგო ფერდინანდ ბოსი – “ეპიზოდი”

1923 წელს დაარსებული,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული გერმანული მოდის სახლი Hugo Boss-ი,რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ – ჰუგო ფერდინანდ ბოსი (1885-1948 წლები),ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თანამშრომლობდა მესამე რაიხთან,რა დროსაც ვერმახტის ოფიცრების,ჯარისკაცების,სს-ის,ჰიტლერიუგენდისა და სხვა ფაშისტური სახელმწიფო ორგანოებისათვის ქმნიდა უნიფორმებს.

სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის გონებამახვილი სადღეგრძელო…

1964 წლის 30 ნოემბერს გაერთიანებული სამეფო ლეგენდარული ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის - სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავდა.რაღა თქმა უნდა,საზეიმო ღონისძიება გამართულ იქნა ქვეყნის პარლამენტშიც,სადაც მიწვეული გახლდათ თავად იუბილარიც.