Tag Archives: საინტერესო ფაქტები

სპარტელთა აღზრდა…

გენიალური სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ირწმუნებოდა: “ბავშვები სახელმწიფოს კუთვნილებაა და არა მამებისო”, – სწორედ ამიტომ სურდა მას,რომ სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილყვნენ და არა შემთხვევითი პიროვნებებისაგან.მის მიერ შემოღებული კანონები სრულიად ბუნებრივად ესადაგებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების საქმეს.

კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს და კონსულს - კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსს (ძვ.წ.აღ-ით 280-203 წლები),მეგობრებმა მოახსენეს,რომ მის ღირსებას,გამოჩენილი სიფრთხილის გამო დასცინოდნენ,განაცხადა:

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ…

ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა საფრანგეთში ემიგრირებულ საქართველოს მთავრობას,რომ ნება დაერთოთ ექვსი თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველეები.ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე.

“ლუდის წყალდიდობა ლონდონში”

ლონდონი დაარსების დღიდან არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა ფართომაშტაბიანი სტიქიების მსხვერპლი,თუმცა რაც 1814 წელს ქალაქში მოხდა,ანალოგი არ გააჩნია.ლონდონში არსებული St.Giles-ის ქუჩა,რომელიც დღესდღეობით საკმაოდ პრესტიჟული რაიონის ნაწილს წარმოადგენს,დაახლოებით 200 წლის წინ,საყოველთაოდ ცნობილი გახლდათ,როგორც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი და მივარდნილი უბანი.

რატომ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით – “როდოსის კოლოსის” ავტორმა?

ქარეს ლინდოსელი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ როდოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უძველეს ქალაქ ლინდოსში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მოქანდაკესა და არქიტექტორს,რომელმაც სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ისტორიაში ადგილი,როგორც “მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან” ერთ-ერთის – “როდოსის კოლოსის” ავტორმა და ამგებმა.

კარდინალი რიშელიეს შესახებ…

მას შემდეგ,რაც რუსეთის იმპერატორმა – პეტრე I-მა,საფრანგეთში ყოფნის დროს იხილა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწისა და კარდინალის – არმან ჟან დიუ პლეს რიშელიეს (1585-1642 წლები) ქანდაკება,აღფრთოვანებულმა შესძახა:

ალექსანდრე დიუმა (უფროსის) “პანთეონიზაცია”

2002 წლის 2 ნოემბერს,გენიალური ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და ჟურნალისტის - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები),დაბადებიდან 200 წლისთავი სრულდებოდა.

ექსპერიმენტი მცირეწლოვან კანონდამრღვევებზე…

საყოველთაოდ ცნობილია,რომ XVIII საუკუნის ინგლისში ძალიან იმატა პატიმრების რაოდენობამ.მთავრობამ,ციხეების გადატვირთვის გამო მიიღო გადაწყვეტილება,ნაწილი მსჯავრდებულებისა – “მცურავ ციხეებში” გადაეყვანათ.

ნაპოლეონ ბონაპარტისათვის მირთმეული უცნაური ძღვენი…

1815 წლის მარტის თვეში,მას შემდეგ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) ელბიდან ტრიუმფალურად დაბრუნდა,მისი მომხრეები სხვადასხვა ქალაქებში დიდი და ხმაურიანი დემონსტრაციებით დაუხვდა.

თენგიზ ეპიტაშვილი – “ავღანეთში არსებული უმაგალითო მარმარილოს სვეტის” შესახებ წერდა…

“საოცარი ქვეყანაა ავღანეთი.ის თავისი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით დღესაც ანდამატივით იზიდავს ყველა ჯურის დამპყრობელს.თუმცა,ყველა მათგანმა შესანიშნავად იცის,რომ “დანაღმული უდაბნოს” თავისუფლებისმაყვარე ხალხის დამორჩილება უბრალო საქმე სულაც არაა.