Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ალკიბიადე – “ეპიზოდი”

დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი,ორატორი და პელოპონესის ომის გმირი - ალკიბიადე (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები),გენიალური სოკრატეს მოსწავლე და დიდებული ათენელი პოლიტიკური მოღვაწის – პერიკლეს აღზრდილი გახლდათ.

რენე დეკარტის ბიოგრაფიიდან…

გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და მეცნიერი,რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია,როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და “თანამედროვე მათემატიკის მამა” - რენე დეკარტი (1596-1650 წლები,მოიხსენიებდნენ ასევე – კარტესიუსად),ბავშვობაში საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.

ვოლტერი – ისააკ ნიუტონის შესახებ…

გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ფილოსოფოსი - ფრანსუა მარი არუე (ვოლტერი),თავის წიგნში “ინგლისური წერილები”,წერდა საკმაოდ საინტერესო შემთხვევას,სადაც აღწერილია ის მონაკვეთი მისი ცხოვრებისა,როდესაც 1726 წელს იმყოფებოდა ინგლისში.

ფრენსის ბეკონი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი,პოლიტიკური მოღვაწე და “ემპირიზმის” ფუძემდებელი - ფრენსის ბეკონი (1561-1626 წლები),რომელიც ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში იქნა არჩეული პარლამენტში,ჯერ კიდევ 1620 წელს აღიარებდა იმ უნიკალურ გავლენას,რაც ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა,მოუტანეს კაცობრიობას და რომლებზეც აიგო თანამედროვე სამყარო.

იულია ავგუსტა აგრიპინა – “ეპიზოდი”

იულია ავგუსტა აგრიპინა - იგივე აგრიპინა “უმცროსი” (6-59 წლები),გახლდათ გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ქალიშვილი,რომის დიქტატორი იმპერატორის კალიგულას – და.იგი უკანასკნელი ცოლი იყო რომის იმპერატორის ტიბერიუს კლაუდიუს ავგუსტუს გერმანიკუსისა (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები) და დედა ისეთი ოდიოზური რომის იმპერატორისა,როგორიც გახლდათ – ტიბერიუს კლაუდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები).

ალბერტ აინშტაინის პასუხი “მაქს პლანკის ინსტიტუტს”

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1949 წელს,გენიალურ ფიზიკოსს ალბერტ აინშტაინს თხოვეს კვლავ აღედგინა ოფიციალური კავშირი კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტთან (გერმანია),რომელსაც იმ პერიოდში უკვე მოიხსენიებდნენ,როგორც “მაქს პლანკის” ინსტიტუტს.

“იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან ილიას შესახებ”…

“ერთ მშვენიერს და ქართველებისათვის დიდად სასიამოვნო დღეს,ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო,თავზე ფესი მოიგდო,ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდგან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას.

გელონი სირაკუზელი – “ეპიზოდი”

გელონი სირაკუზელი (ძვ.წ.აღ-ით 540-478 წლები) – წარმოადგენდა იმ ცნობილ სირაკუზისა და ჯელას ტირანს,რომელმაც ძვ.წ.არ-ით 480 წელს დაამარცხა კართაგენელები.

“ბანზაი-პარაშუტიზმი” – (განსაკუთრებულად საშიში,ექსტრემალური სპორტის სახეობა)

“ბანზაი-პარაშუტიზმი” – წარმოადგენს,იაპონელ ექსტრემალთა მიერ ახლად გამოგონილ,ექსტრემალური სპორტის იმ მეტად საშიშ სახეობას,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ექსტრემალები ასრულებენ,რომელთაც თვით სიკვდილისაც კი არ ეშინათ.

სოკრატე – “ეპიზოდი”

გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს,მაშინ როდესაც სნეულებამ დააუძლურა,მეგობარმა ჰკითხა,თუ როგორ იყო და ზოგადად,როგორ გრძნობდა თავს.რაზეც სოკრატემ მეგობარს მიუგო: