Tag Archives: ფილოსოფია

ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟნი წერდა…

“ქართული მიწა ქართველი ხალხისთვის მხოლოდ ნივთიერი ღირებულება არ არის,იგი მთელი წარსულის სიმბოლოს და მთელი მომავლის საყრდენს წარმოადგენს.ვფიქრობ,ოცი საუკუნის განმავლობაში ქართული მიწისთვის დაღვრილი სისხლი რომ შეგვეგროვებინა,დიდხანს გვეყოფოდა მისი უწყლო ველების სარწყავად.

თალეს მილეტელის მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე

გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი – თალეს მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები),შემდეგი სახის რთულ კითხვებზე ასეთ მარტივ პასუხებს იძლეოდა:

სოკრატეს ნააზრევი

“სასტიკად ცდებით,თუ ფიქრობთ,რომ სიკვდილის შანთით ამოსწვავთ და ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურების მამხილებელთ.ცუდი ხერხი აგირჩევიათ თავდასაცავად,ცუდი და არასაიმედო,ხოლო თუ გნებავთ,მე გასწავლით ყველაზე სანდო და მარტივ ხერხს: სხვას კი ნუ სჩრით პირში ბურთს,ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი”.

ქსენოფონტის ფილოსოფიიდან…

“ბუნებაში ერთპიროვნულად ბატონობს მხოლოდ ძალა.ცხოველთა სამყარო,ადამიანთა საზოგადოება,თვით ნეტარი ღმერთების დასი – ყველაფერი მხოლოდ ძალის წინაშე იხრის ქედს,ძალას ემონება და ემორჩილება.რატომაა ლომი ცხოველთა მეფე,

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“ადამიანის მთელი სიცოცხლე,დაბადებიდან სიკვდილამდე,ბედნიერებისაკენ სწრაფვაა.ყველას სურს ბედნიერი იყოს, და არ არსებობს უფრო მძაფრი,უფრო უძღები სურვილი; ყველანი ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას,რომელიც,ჩვენის აზრით,ბედნიერებისაკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო – იმედი.

ალექსანდრე ვინოგრადოვის ფილოსოფიიდან…

 ”როდესაც ჟამთასვლას ახალი გზა გაჰყავს და დედამიწის ზედაპირს ახალი ნაოჭი დააჩნდება,მაშინ ძველი გზები,როგორც პირისახის ძველი ნაოჭები,კარგავენ თავის წინანდელ მოხაზულობას – დედამიწის ქვეყნებს შორის ისტორიის მიერ გაყვანილი გზები სასწაულებრივ ცვლილებას განიცდიან.

ათეისტი ფილოსოფოსების მიუღებელი შეხედულებები…

“ქორწინება,რელიგია და კერძო საკუთრება ერთადერთი მიზეზია ყოველგვარი უბედურებისა,რაც დასაბამიდან არსებობს”. – რობერტ ოუენი

ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერი წერდა…

“ვაღიარებ,რომ მოკვდავთა უმრავლესობას მართლაც ბედად უწერია სიყვარულს მხოლოდ დროებით ეზიაროს და მთლიანად ვერ იგემოს იგი.ეს გარდაუვალია,რადგან აბსოლუტური სიყვარული და სრულიად უარის თქმა ყოველგვარ სიკეთეზე თავდაცვის ინსტიქტს სპობენ და საფრთხეს უქმნიან თვით ინდივიდუუმის არსებობას.

ნიკოლო მაკიაველის გენიალური ქმნილებიდან – “მთავარი”

“თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი,ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს,ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან,მელას – მგლებისაგან.მაშასადამე,მელა უნდა იყო,რომ შენიშნო გველი, და ლომი,რომ დაიფრინო მგლები.მას,ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს,ბევრი არ ესმის”.

“ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული…”

“მოწყალე და მოსიყვარულე შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრიგი კი არ არის,არამედ მტრულ ძალთა ქაოსია,გასრესასა და განადგურებას რომ უქადის კაცს.ეს არის სამყარო,სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა! ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული,