Tag Archives: ციტატები

კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„მეც სიტყვის სიყვარულმა, ჩემი პატარა ხალხის სიყვარულმა გადამრია!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„დარდი საქმეს არ შველისო, ამბობენ უდარდელნი. სანამდე ვართ, დრო ვატაროთო, თავში ხელის ცემა და ქოჩრის გლეჯა რას მოგვცემს, რას გვისაშველებსო.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყველამ იცის, რაა დღეს მისთვის აუცილებელი, იქნებ ისიც – რაც ხვალ და ზეგ. უფრო ჭკვიანებმა – რაც ერთი წლის შემდეგ და კიდევ უფრო წინდახედულებმა – რაც სიცოცხლის ბოლომდე”.

„დამაკვირდი”

„ჩვენ, მოხუცები, იმისათვის ვარსებობთ, რომ ახალგაზრდებმა ჩვენ მიერ ჩადენილი შეცდომები აღარ გაიმეორონ”. – გოეთე

„დამაკვირდი”

„შენ თუ მართლა ბრძენი ხარ, შესდექ ყოველი აყვავებული ხის ძირას, იისა და ყოჩივარდას ყოველ ბუჩქთან და დატკბი ამ სამყაროს ფერთა სიუხვით”. – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„როგორც სჩანს, სიავე ისევე შეუმუსრავი ყოფილა ამქვეყნად, როგორც სიცოცხლე თავათ”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„შეიძლება უფრო ნათელი იყოს მომავალი საუკუნეები, მაგრამ ჯერჯერობით ძლიერი ისწრაფის სუსტს ყელი გადაუღრღნას”.

კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„რა მცირე რამ კმარა ბალღის გასახარებლად ამქვეყნად და რა გაუმაძღარია გონმოსულის გული!”

„დამაკვირდი”

„ვიდრე ერთი ჩვილი წევს აკვანში, კაცთა შორის პირველობას ნუ დაიჩემებ!..” – ბესიკ ხარანაული

„დამაკვირდი”

„ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო… საიდანაც მოვედით, მუნვე მივიქცევით და არ არის მთქმელი იმისა, თუ რატომ მოვედით ან რატომ მივდივართ”. – გრიგოლ აბაშიძე